მოგვიანებით დანაშაულის თვითმხილველებმა სასამართლოს დაუდასტურეს, რომ 28 ოქტომბრის ტრაგედია უშუალოდ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის ლოთი ქობალიას ხელით და მისი ორგანიზებით დატრიალდა. ქობალია გაასამართლეს და მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, რაც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილი სამთავრობო კომისია კი, გურამ აბსანძის ხელმძღვანელობით, ამ ადამიანის საქმის გადახედვას ითხოვს, უფრო ზუსტად, ითხოვს მუშაობას ვერსიაზე, რომლის მიხედვით, ჟურნალისტის მკვლელი ქობალია არ ყოფილა. სამეგრელოში დახვრეტილი დათო ბოლქვაძის ოჯახის წევრები ქობალიას შესაძლო შეწყალებას ან გამართლებას აპროტესტებენ. მათ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ დათოს მკვლელი სწორედ ლოთი ქობალია იყო და ახალი ხელისუფლებისგან ელიან პასუხს შეკითხვაზე - რამდენად მართლზომიერი იქნება მკვლელის გათავისუფლება.
ვახტანგ ქობალია, რომელსაც საზოგადოება ლოთის სახელით იცნობს, სასჯელს ხონის კოლონიაში იხდის. მას ბრალი უმძიმეს დანაშაულში - ჟურნალისტისა და რამდენიმე სამხედრო ტყვის საჯარო დახვრეტაში ედება. 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე განხორციელებულ შემზარავ დანაშაულში მის მონაწილეობაზე სასამართლომ ორჯერ იმსჯელა. პირველად ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა შეეფარდა. მოგვიანებით უკვე სამუდამო პატიმრობაში მყოფი ქობალიას საქმე უზენაესმა სასამართლომ, პარლამენტის ეროვნული შერიგების კომისიის შუამდგომლობით, ხელახლა განიხილა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა: ქობალიას ბრალდება არ მოეხსნა, თუმცა მისი ბრალეულობის შეფასების პროცესი არ დასრულებულა.
ხელისუფლების შეცვლის პირობებში ეროვნული შერიგების მიღწევის საკითხმა წამოიწია და შეიქმნა სამთავრობო კომისია პატიმრობაში მყოფი და ტყეში გასული ზვიადისტების შეწყალება-შემორიგების საკითხებზე სამუშაოდ. ეროვნულმა უშიშროების საბჭომ უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას თხოვნით, ხელახლა იქნეს შესწავლილი ამ ადამიანების საქმეები. კომისიის თავმჯდომარე ექს-ფინანსთა მინისტრი და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი გურამ აბსანძეა. ის, პირველ რიგში, ლოთი ქობალიას საქმის გადახედვას ითხოვს. ირწმუნება, რომ ქობალიას გასამართლება მისგან გამოძალული ჩვენების, აგრეთვე ცრუ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მოხდა. აბსანძე იხრება ვერსიისკენ, რომლის მიხედვით, ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და მასთან ერთად სამხედრო ტყვეები ქობალიას არ დაუხვრეტია. ამავე ვერსიაზე საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძეც.
[ელენე თევდორაძის ხმა] "მე შეიძლება დავეთანხმო ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ მე თავიდან ბოლომდე მივყვებოდი ამ საქმეს. მე სულ სხვა გვარი ვიცოდი. ეს იყო ბადრი ზარანდია, რომელიც დღეს უკვე აღარ არის ცოცხალი. მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოს პროკურატურამ და სასამართლომ. "
ვინ მოკლა ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე - ქობალიამ თუ ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ კი ჯაბა იოსელიანის თანამებრძოლმა ბადრი ზარანდიამ? საკითხის ასე დაყენება დათო ბოლქვაძის ოჯახის წევრებისთვის - მისი დედისა და დებისთვის - აბსოლუტურად გაუგებარია.
[თამარ ბოლქვაძის ხმა] "ბადრი ზარანდია მოკლულია და რამდენად შეიძლება მკვდარ კაცს ვკითხოთ, მან მოკლა თუ არა დათო ბოლქვაძე? მკვდარზე ხელის შეწმენდა ძალიან ადვილია. სანამ მოკლავდნენ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, გაბედოს და პირში მითხრას ეს ლოთი ქობალიამო. კაცს, რომელიც 8 წელიწადია ციხეში ზის, ახლა გაახსენდა, რომ მკვლელი არ არის? პირველი გასროლა სტეჩკინის იარაღიდან, რომელიც ყურის ძირში მოხვდა ჩემს ძმას და კბილები გამოაყრევინა და რასაც უყურებდა მთელი ხობის მოედანი, გააკეთა ლოთი ქობალიამ. ამის მერე რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ მიაყრიდა ტყვიებს და ვინ დაუფლეთდა მას სხეულს? "
დათო ბოლქვაძის დებს და დედას ქობალიას ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარებათ. დედა იხსენებს სასამართლო პროცესს, რომელზეც ქობალიამ ჰკითხა -" რა უნდოდა იმ დროს შენს შვილს სამეგრელოშიო"; იხსენებს, სასამართლოზე მოწმედ დაბარებულ დახვრეტის ერთ-ერთ თვითმხილველს როგორ დაემუქრა ქობალია განადგურებით. თვითმხილველების რიცხვი კი ერთით და ორით არ შემოიფარგლება. სახელმწიფო ტელევიზიის და ერთ-ერთი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლის დათო ბოლქვაძისა და რამდენიმე სამხედრო ტყვის დახვრეტა ხობის რაიონული ცენტრის შუაგულში დღის 12 საათზე მოხდა. თვითმხილველებს დღემდე საშინელ კოშმარად ახსოვთ ეს დღე და ახსოვთ დასახვრეტად გაყვანილი დათოს ყვირილი - "არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ! "
მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ხელისუფლება ეროვნული შერიგების მიღწევისთვის სამოქალაქო ომის აქტივისტების შეწყალება-შემორიგების გეგმას ამუშავებს - მათ შორის, სხვადასხვა მკვლელობებისთვის პასუხისგებაში მიცუმული ან ძებნილი პირების შეწყალება-შემორიგების გეგმას. 1993 წლის ოქტომბერში დახვრეტილთა დედები კი ლოთი ქობალიას შესაძლო გათავისუფლებას წინასწარ აპროტესტებენ. დათო ბოლქვაძის დედა - ლია ისიანი-ბოლქვაძე ახალი ხელისუფლებისგან ელის პასუხს შეკითხვაზე: რამდენად მართლზომიერი შეიძლება იყოს მკვლელის გათავისუფლება? ქობალიას ციხიდან გამოშვების შემთხვევაში ის პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრება.