გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელი სერბების ტყვეთა ბანაკის ყოფილ მეთაურს, დრაგან ნიკოლიჩს.
მან თავი დანაშავედ სცნო 1992-95 წლებში ბოსნიის ომში არასერბთა მკვლელობის, გაუპატიურებისა და წამების ბრალდებებთან დაკავშირებით. ეს დანაშაულები მოხდა სუსიჩას ბანაკში, რომელშიც 8 000-მდე მუსლიმანი და სხვა არასერბი სამოქალაქო პირი იყო დაკავებული. ბანაკს 1992 წელს 3 თვე ხელმძღვანელობდა დრაგან ნიკოლიჩი. ის ამჟამად 46 წლისაა.