ასლან აბაშიძეს ნინო ბურჯანაძე ბათუმში შეხვდა. მათ შორის მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მთელი 6 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბათუმი კომენტარების გარეშე დატოვა. ჟურნალისტებისთვის მცირე და ძალიან ზოგადი განმარტება ასლან აბაშიძემ გააკეთა. მან თქვა, რომ მან და მოქმედმა პრეზიდენტმა ერთმანეთს გაუგეს და ამის შემდეგ მოსაძებნია გზები მეტი ურთიერთგაგების მისაღწევად.
ასლან აბაშიძე 10 დეკმბერს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირს შეხვდა - ხელისუფლებისა, რომელსაც ის "ფაქტობრივს" უწოდებს. მოქმედ პრეზიდენტსა და აჭარის მეთაურს შორის მოლაპარაკებამ ბათუმშის 6 საათს გასტანა, მაგრამ ის ურთიერთშეთანხმებამდე არ მისულა. ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გადადებას ითხოვს. ბურჯანაძემ მას აუხსნა, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ არ მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადაწევა. ბათუმში გამართულ შეხვედრაზე იყო საუბარი სხვა საკითხებზეც, მათ შორის, ქვეყნის მოწყობის პრინციპებზე, რუსეთის მიერ აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, საერთო ჯამში, ყველა იმ პრობლემაზე, რაც ცენტრსა და რეგიონს შორის წლების მანძილზე დაგროვდა. ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ბათუმი კომენტარების გარეშე დატოვა. აჭარის მეთაურთან შეხვედრის თაობაზე პირველი განმარტებები მან თბილისში დაბრუნებისთანავე თბილისის აეროპორტში გააკეთა.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] "საუბარი არის რეალურად იმ საკითხებზე, რაც დაგროვდა. ვისაუბრეთ ქვეყნის მოწყობის პრინციპებზე. ყველა პრობლემა, რაც არსებობს, უნდა დაგროვდეს და გაირკვეს, რომელი პრობლემის მოგვარება შეიძლება და რომლის - არჩევნებამდე დროებით გადადება. "
ასლან აბაშიძესთან დაწყებული დიალოგის გასაგრძელებლად ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს ბათუმში ხელმეორედ ჩასვლას. თითქმის გადაწყვეტილია 2-3 დღეში ბათუმში სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას ჩასვლა. შეძლებს თუ არა ჟვანია იმას, რაც ბურჯანაძემ ვერ შეძლო, - საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მონაწილეობაზე აბაშიძის დაყოლიებას, - ძნელი სათქმელია. აბაშიძე საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტულ საქმეებს ითხოვს და არა დაპირებებს და, რაც მთავარია, ითხოვს საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას.
"ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსულებსა და მოსასვლელებს შორის ის მხოლოდ ბურჯანაძესა და ჟვანიასთან დიალოგზე თანხმდება. სამეულიდან აბაშიძისთვის ყველაზე მიუღებელი მისთვის მიხეილ სააკაშვილია, ლიდერი, რომლის გაპრეზიდენტებაშიც ეჭვი არავის ეპარება და რომელიც აბაშიძეს შორიდან მკაცრი ტონით ელაპარაკება:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თუ აბაშიძეს საქართველოდან გასვლა უნდა, დაჯდეს მანქანაში და წავიდეს, მაგრამ აჭარას ვერავინ ვერ გაიყოლებს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, კომპრომისებისთვის, მაგრამ ყველანი იყავით ფრთხილად: ჩვენ სეპარატიზმს კი არა, სეპარატიზმით თამაშსაც კი აღარ მოვითმენთ. "
მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა ბათუმში ბურჯანაძისა და აბაშიძის შეხვედრა მიმდინარეობდა. რა იქნება შემდგომ, შეძლებს თუ რა დროებითი ხელისუფლება აჭარის მეთაურთან საერთო ენის გამონახვას, საკმაოდ ბუნდოვანია. ბათუმში 10 დეკემბერს დაწყებული დიალოგი 2-3 დღეში ბათუმშივე გაგრძელდება.