ეს იყო ერთგვარი სიმბოლური ქმედება იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლებაში ხავერდოვანი რევოლუციით დაწინაურებულები უარს ამბობენ ხალხსა და მთავრობას შორის ნებისმიერი ბარიერის არსებობაზე. საქართველოს ახალი მთავრობის ახალი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ "ხალხთან ერთად", 1 დეკემბერს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გააცნო. საკუთარ პრესკონფერენციაზე მან ისაუბრა ხელისუფლების ახალ საკადრო პოლიტიკაზე და საშიშროებაზეც, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქვეყანას ემუქრება.
საფრთხეთაგან, რომელიც რევოლუციისშემდგომ საქართველოს ემუქრება, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს დესტაბილიზაციის საშიშროება, ამის შემდეგ კი ახალი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის იმედგაცრუების საფრთხე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ მონახავს გამოსავალს რეალობიდან, რომლის პირობებშიც ქვეყნის ბიუჯეტს 270 მილიონიანი გარღვევა ელის. 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალმა სახელმწიფო მინისტრმა ორივე საფრთხეზე ისაუბრა. ზურაბ ჟვანიამ თქვა, რომ რევანშის და დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურად არსებობს და გართულებების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის იმედგაცრუების საფრთხეს, ჟვანია აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები უახლოეს მომავალში, ხალხის მოთხოვნების გათვალისწინებით, სახელმწიფო მართვის სისტემის ძირეულ რეორგანიზაციას დაიწყებენ. დაპირებები კარგია და მრავალფეროვანი. მთავარია, როგორ და რამდენად განხორციელდება ისინი. დროებითი მთავრობა დაპირებებს ერთგვარ პანიკურ ვითარებაში იძლევა.
მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით 1 დეკემბერს შემაშფოთებელი განცხადება გაავრცელა საქართველოს უშიშროების სამინისტრომ. მასში საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის გარეთ და შიგნით არსებულ ინტერესთა ჯგუფების მიერ ხორციელდება საქართველოს ეგრეთ წოდებულ დინამიკურ ქაოსში შეყვანის გეგმა. გეგმაში იგულისხმება მოქმედი ან ყოფილი პოლიტიკური ლიდერის, ბიზნესმენის ან მედიაკომპანიის წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფა - მკვლელობა, რომელიც იმდენად რეზონანსული იქნება, რომ გამოიწვევს უშიშროების სისტემის სრულ დესტრუქციას. უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილის თქმით, გეგმაში არ შედის მკვლელობების სერია.
[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "ჩვენი ინფორმაციით, ეს არ იქნება მკვლელობების სერია. ეს იქნება ერთი გასროლა, რომელიც პრაქტიკულად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ისტორიული განვითარების პერსპექტივას. ჯგუფები დაახლოებით ცნობილია. დაახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, თუ ვის ემუქრება საშიშროება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პოტენციული რისკი იქნეს მინიმალიზებული."
ვინ შეიძლება იყოს საფრთხის ობიექტი, რა თქმა უნდა, არ სახელდება. თუმცა მინიშნება ყოფილ ან მოქმედ პოლიტიკურ ლიდერებზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. შეგახსენებთ: რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ გამორიცხა მასზე თავდასხმა და იქვე აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ უნდა იყოს იმ ადამიანების ინტერესში, რომლებმაც მას რევოლუცია მოუწყვეს. ედუარდ შევარდნაძეს გაძლიერებული სამთავრობო დაცვა შენარჩუნებული აქვს. რამდენად რეალურ საფუძველს ემყარება უშიშროების სამინისტროს მიერ 1 დეკემბერს გავრცელებული განცხადება, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. უშიშროების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საფრთხე სერიოზულია, თუმცა არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვით, დესტაბილიზაციის საფრთხის წინ წამოწევა ისეთი სოუსით, როგორსაც ორშაბათს ჰქონდა ადგილი, ვალერი ხაბურძანიას სტილია.