თბილისში გაბმული საყვირებით და დროშების ფრიალით შევიდნენ. " ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა 21 ნოემბერი საქართველოში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების დღედ გამოაცხადა. თავისუფლების მოედანზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მობილიზებული ხალხი და პარლამენტის შენობის წინ "აღორძინების" წარმომადგენლების მიერ მიყვანილი ადამიანები შინაგანმა ჯარმა გაყო. ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პრეზიდენტის უპირობო გადადგომას ითხოვს, პრეზიდენტის გარემოცვაში კი განხეთქილებაა. ოპოზიციის მხარდამჭერების მაქსიმალური კონცენტრაცია თავისუფლების მოედანზე შაბათს 1 საათზე უნდა მოხდეს. საპროტესტო გამოსვლების მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, ვითარება თბილისში საკმაოდ დაძაბულია.
თავისუფლების მოედანი ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა, მაგრამ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დაიკავეს და ერთი მოთხოვნით გამოვიდნენ - გადადგეს პრეზიდენტი. თავისუფლების მოედნის მახლობლად მიმდინარეობს "აღორძინებისა" და სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქცია, ხელისუფლების მხარდამჭერთა აქციად წოდებული. 21 ნოემბერს ეს ორი აქცია ერთმანეთისგან შინაგანმა ჯარმა გაყო, თუმცა აქეთ და იქით თავმოყრილ ადამიანებს - ხალხს და არა მათ ლიდერებს -ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. ეს არის, რომ "აღორძინების" ლიდერი იმუქრება ჩოლოქთან გავლებული საზღვრის გადაკეტვით - იმ შემთხვევაში, თუ ჩოლოქს აქეთა საქართველოში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ბურჯანაძე -დემოკრატების" ხელისუფლებაში მოსვლას წინ არაფერი დაუდგება. ღია მუქარით ასლან აბაშიძე 21 ნოემბერს გამოვიდა. ამავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიული უსისხლო რევოლუციის დაწყების დღე უწოდა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დღეს წყდება ჩვენი ბედი, საქართველოს ყველა მოქალაქის ბედი. არაფრის არ შეგეშინდეთ. თქვენ წინ ვერავინ დაგიდგებათ. ზეგ არის გიორგობა და გიორგობა უნდა გაგვითენდეს თავისუფალ საქართველოში, გიორგობა უნდა იყოს გამარჯვების დღესასწაული. "
ასეთი მიმართვით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მას მერე მიმართა, რაც დასავლეთ საქართველოდან დაძრულ კოლონას თბილისში შემოუძღვა. უკვე თავისუფლების მოედანზე გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე მან თბილისში ჩამოყვანილებს მოუწოდა ცივი ღამის გასატეხად მერიის შენობა გამოეყენებინათ. საპროტესტო აქციის კულმინაციას ყველა 22 ნოემბერს ელის. ამ დღეს 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის შეკრებაა დანიშნული და ოპოზიცია შეეცდება არ დაუშვას პარლამენტის შეკრება. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. მოვლენების ცუდი სცენარით განვითარებას ვერავინ გამორიცხავს, პრეზიდენტის გარემოცვა კი სიტუაციის განსამუხტად უკვე ვერაფერს აკეთებს. უფრო მეტიც, იქ სერიოზული დაპირისპირებაა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი საკუთარი გარემოცვის ნაწილს ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს და მის ზურგს უკან საკუთარ ინტერესებზე მორგებულ გარიგებებს ეწევა, სახელისუფლებო ბლოკის რამდენიმე წარმომადგენელი გამოეხმაურა. თედო ჯაფარიძე ზურაბ ჟვანიას თანამოაზრედ დასახელდა. მის წინადადებას - ახალმა პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მაგრამ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სახელისუფლებო ბლოკიდან ბევრი და, მათ შორის, ვაჟა ლორთქიფანიძეც ეწინააღმდეგება. საზოგადოებას აწუხებს კითხვა - ასეთ გარემოცვაში შეძლებს თუ ვერა ედუარდ შევარდნაძე კრიზისული ვითარებიდან რეალური გამოსავლის მოძებნას. ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში, დემოკრატიული თავისუფლების ხელყოფასა და საქართველოს დასავლელი მეგობრების მოსაზრებათა იგნორირებაში საკუთარმა მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემაც დაადანაშაულა.