ირანის ხელისუფლება მზადაა საერთაშორისო ინსპექტორები ბირთვულ ობიექტებზე დაუშვას
ირანის ბირთვული პროგრამების ირგვლივ არსებული კრიზისის მოსაგვარებლად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელ ბარადეიმ ხუთშაბათს, თეირანში მოლაპარაკებები გამართა. ელ ბარადეის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც უფლებას მისცემს საერთაშორისო ინსპექტორებს ჩაატარონ ექსპრეს-მონიტორინგი ირანის ბირთვულ ობიექტებზე. 31 დეკემბრამდე ირანმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ ფარულად არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს.