დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების მერვე წლისთავზე. მოკლე მიმოხილვაში სწორედ ამ საკითხებს შევეხებით.
"ნიუ იორკ ტაიმსის" მიმომხილველი თომას ფრიდმანი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარებაში ერაყს სასიცოცხლო ფუნქცია ეკისრება. და თუ აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მართლაც სურს ამ ქვეყანაში დასახული მიზნების განხორციელება, იგი მხარს უნდა უჭერდეს მოლაპარაკების გამართვას როგორც პალესტინელთა ხელმძღვანელთან იასირ არაფატთან, ისე ირანის სულიერ ლიდერთან აიათოლა ალი ხამენეისთან და სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ალ-ასადთან. "ისრაელის წინაშე უმწვავესად დგას თვითმკვლელი პალესტინელი მოიერიშეების პრობლემა - წერს ფრიდმანი - მაგრამ პრემიერ-მინისტრ შარონის ყოველგვარი სამხედრო ტაქტიკა აქამდე წარუმატებელი გამოდგა. ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი, შესაძლოა, ის იყოს, რომ ისრაელმა განაახლოს მოლაპარაკება ბატონ არაფატთან, თუნდაც არა უშუალოდ მასთან, არამედ მის ახალ პრემიერ-მინისტრთან აჰმედ ყურეისთან. რაც შეეხება სირიას, დამასკი დარწმუნებულია, რომ ამერიკის საომარ სიაში ახლა მისი ჯერი დგება."
ამ ეჭვის გასაქარვებლად თომას ფრიდმანი ვაშინგტონის ადმინისტრაციას ურჩევს, დამასკთან დაიწყოს მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი, რომელშიც შეეცდება, თანამოსაუბრე დაარწმუნოს, რომ მას თავდასხმა არ ემუქრება, თუ იგი ტერორიზმს ალაგმავს და ერაყში იარაღის გადინებას აღკვეთს. ასეთივე დიალოგი, "ნიუ იორკ ტაიმსის" მიმომხილველის აზრით, თეირანთანაც უნდა გაიმართოს.
გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" აქვეყნებს რიჩარდ ჰოლბრუკისა და ბერნარ კუშნერის ერთობლივ სტატიას, რომელშიც ბალკანეთში სადღეისოდ შექმნილი ვითარებაა გაანალიზებული. შეგახსენებთ, რომ ჰოლბრუკი - გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი - დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისას მთავარი შუამავალი იყო, ხოლო კუშნერი კოსოვოში გაეროს ადმინისტრაციის პირველი ხელმძღვანელი გახლდათ.
ავტორები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ბოსნიაში დღეს მოსალოდნელზე უკეთესი ვითარებაა, რასაც ვერ ვიტყვით კოსოვოზე, რომლის სტატუსი ჯერაც გაურკვეველია. რაც შეეხება სერბიას, ჰოლბრუკისა და კუშნერის თქმით, ეს ქვეყანა თანდათან ეგუება "თანამედროვე ევროპის რეალობას". "ბოსნია საუკეთესო მაგალითია იმისა, - წერენ ავტორები - რომ როცა საერთაშორისო თანამეგობრობა მიზანმიმართულად მოქმედებს, თვით ყველაზე ნაწამები ქვეყანაც კი ახერხებს ფეხზე წამოდგომას. თუმცა, არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სახელმწიფოს წინაშე ჯერ კიდევ არაერთი მოუგვარებელი პრობლემა დგას: ეკონომიკა სუსტია, უმუშევრობის დონე - მაღალი. და მაინც: ბოსნია, საბოლოო ანგარიშით, ერთობლივი ძალისხმევის წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
კოსოვოსთან დაკავშირებით ჰოლბრუკი და კუშნერი, რომლებმაც ამ ცოტა ხნის წინათ ბალკანეთში იმოგზაურეს, წერენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იქ ბევრს ვერაფერს აკეთებს, რადგან სერბიის ამ პროვინციის სტატუსი დაზუსტებას მოითხოვს. "ნატო და გაერო ხელფეხშეკრული ჩანან. მაგრამ ახლა თავად სერბიის ხელმძღვანელობის მოქმედებაში ჩნდება ნიშნები იმისა, რომ თავის მომავალს ეს ქვეყანა ბრიუსელს უკავშირებს, და არა კოსოვოს. რადგან ერთი რამ ნათელია: სერბიამ არჩევანი უნდა გააკეთოს - ან კოსოვო, ან ევროპა."