გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყების აღმასრულებელმა კომიტეტმა პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება ავღანელი ლტოლვილების რეპატრიაციის პროგრამის დაფინანსებისთვის
საგანგებო ფონდიდან დამატებით კიდევ რამდენიმე მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისრის განცხადებით, ავღანელ ტლოლვილთა რეპატრიაციის პროგრამის ფონდი 14 პროცენტით გაიზრდება და 120 მილიონ დოლარს მიაღწევს. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყების მთლიანი ბიუჯეტი კი 955 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისრის უწყების ბიუჯეტის 80 პროცენტს რვა ქვეყანა აფინანსებს. ბიუჯეტის თითქმის ერთ მესამედს შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.