სამშვიდობო ძალების სარდლობამ საკუთარ ჯარისკაცებს მუდივი დილოკაციის ადგილას დაბრუნება უბრძანა. ზუგდიდში რუსი ჯარიკაცების თავაშვებული მოქმედებების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში საპროტესტო ნოტა გააგზავნა, რუსი ჯარისკაცის გატაცებასთან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცის, 25 წლის გრიგოლ დერევიანნიხის გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, რომ გათავისუფლება ზუგდიდის რაიონში რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და ქართველი პოლიციელების ერთობლივი ოპერაციის წყალობით მოხდა. ჩვენს ზუგდიდელ კორესპონდენტს ლაშა ბერულავას განსხვავებული ინფორმაცია გააჩნია. ის ამბობს, რომ შაბათს გატაცებული რუსი ჯარისკაცის გათავისუფლება ზუგდიდში ჩატარებული ოპერაციის შედეგი არ ყოფილა.
[ლაშა ბერულავას ხმა] "ჯარისკაცის გათავისუფელბა მოხდა სოფელ ახალ კახათიდან გატაცებული როლანდ ჩანგელიას მამის უშუალო ძალისხმევით.ის აცხადებდა, რომ თუ ჯარისკაცს არ გაათავისუფლებდნენ, თავს მოიკლავდა. ჯარიკაცი გამტაცებლებმა რუსებს შუამავლების - ჩანგელიას ახლობლების ხელით გადასცეს".
დერევიანნიხი სწორედ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ კახათიდან გაიტაცეს. ამავე სოფლის მკვიდრი როლანდ ჩანგელია კი ცოტა უფრო ადრე გაუჩინარდა. გატაცებიდან მეორე დღეს ის მეუღლეს ტელეფონით დაუკავშირდა, უთხრა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მისი მძევლობიდან გათავისუფლებისთვის გამტაცებლები 80 ათას დოლარს ითხოვენ.
რუსი ჯარიკაცის გატაცების ფაქტი გახმაურებისთანავე ჩანგელიას გატაცებას დაუკავშირდა. ითქვა, რომ ქართველ პარტიზანებს რუსი ჯარიკაცის ჩანგელიაში გაცვლა უნდა ჰქონოდათ ჩაფიქრებული. გათავისუფლების შემდეგ დერევიანნიხი ვერ აკონკრეტებს, გამტაცებლებს სად ჰყავდათ ის დამალული.
ის ამბობს, რომ ერთი მანქანიდან მეორეში გადასვეს, რომ ტყვეობის პერიოდში თვალები ჰქონდა ახვეული და არ შეეძლო გაერკვია მისთვის გაუგებარ ენაზე რაზე საუბრობდნენ გამტაცებლები.
დერევიანნიხი იმასაც აღნიშნავს, რომ ტყვეობა რომელიღაც სარდაფში გაატარა და რომ გამტაცებლები მას ცუდად არ ექცეოდნენ. მისი გათავისეფლების შემდეგ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა დებს პირობას, რომ ყველაფერს გააკეთებს როლანდ ჩანგელიას გასათავისუფლებლად. ოთსშაბათს დილით სწორედ ამ დაპირებით დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს ზუგდიდს შესეული რუსი სამხედროები, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ავთანდილ იოსელიანმა ჟურნალისტებს რუსების წასვლა ახარა.
[ავთანდილ იოსელიანის ხმა] " წავიდნენ რუსები, წავიდნენ!"
მაგრამ რუსები არსად არ წასულან. ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების შტაბის ახალ სარდალს შეხვდა და მას საქართველოში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებზე ქვეყნის ხელისუფლების კონტროლის დაშვების აუცილებლობაზე ესაუბრა. ამ შეხვედრის შემდეგ ბათიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაიჩივლა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსად არ არსებობს რუსეთის ჯარების იმხელა კონტინგენტი, რამხელაც საქართველოშია შემორჩენილი. შესაბამისად, რუსი სამხედროები აქ თავს ისე გრძნობენ, როგორ საკუთარ სახლში. ამას მოწმობს რუსი სამშვიდობოების თარეში ზუგდიდში, გატაცებული რუსი ჯარისკაცის ძებნის მოტივით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოსკოვში მორიგი საპროტესტო ნოტის გაგზავნით ამოიწურა.