სოხუმში ჩატარებული საზეიმო აღლუმის ამსახველი ფოტოები გამოეფინა ვებ-გვერდზე, რომელიც სპეციალურად სეპარატისტული რეჟიმის ზეიმის ინტერნეტში აღსაბეჭდად შეიქმნა.
სოხუმის დაცემის 10 წლისთავი ენგურსაქეთა საქართველოში 27 სექტემბერს ხსოვნისა და იმედის დღით აღინიშნა, ენგურს იქით კი აფხაზეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავი იზეიმეს. სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ომის ვეტერანებთან შეხვედრისას ედუარდ შევარდნაძემ აფხაზების გასაგონად თქვა, რომ მათი ზეიმი ნაადრევია, ნათქვამიდან ორიოდ დღეში კი სოხუმი აფხაზეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღსანიშნავად გასროლილმა ზალპებმა გააყრუა. სოხუმში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო სამხედრო აღლუმი ჩაატრეს სოხუმის გარნიზონის, სამხედრო ტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით და ამ ხმაურით თბილისს მორიგი გამოწვევა შესთავაზეს. აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეების აღნიშვნით აფხაზურმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მიღწეულის დათმობას არ აპირებს.
აფხაზეთში ზეიმი 29 სექტემბერს დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც აფხაზეთში დაბრუნდა მოსკოვში სამკურნალოდ მყოფი ვლადისლავ არძინბა. მისი ბრძანებით, აფხაზეთის ომის მონაწილეების სახელზე 4504 ჯილდო გაიცა. ჯილდოების დიდი ნაწილი ომში დაღუპულთა ახლობლებს გადაეცათ, მათ შორის აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ საომრად რუსეთიდან ჩასული მოხალისეების ახლობლებს.
აფხაზეთში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებლად მიწვეულ იქნენ აფხაზებისთვის საპატივცემულო რუსი და ჩრდილოკავკასიელი სტუმრები. სტუმრებს, რომლებიც ბიჭვითის პანსიონატებში უნდა განეთავსებინათ, რუსეთის 24 ქალაქიდან ელოდნენ. აფხაზეთის დრამატული თეატრის სცენზეც რუსი მსახიობები უნდა ეხილათ. საერთო ჯამში, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 10 წლისთავის აღსანიშნავად სეპარატისტულ მთავრობას 1 მილიონი რუბლის მობილიზება მოუხდა, რაშიც მას, გავრცელებული ცნობით, აფხაზთა თურქული დიასპორა დაეხმარა. აფხაზეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთში დაპატიჟეს პუტინის და შევარდნაძის პირადი წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკებებში - ვალერი ლოშჩინინი და ასლან აბაშიძე, თუმცა, აფხაზეთს არც ერთი მათგანი არ სწვევია.
აფხაზეთის პრობლემა ლოშინინს მოკოვში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - ნინო ბურჯანაძემ შეახსენა. რუსეთის დედაქალაქში ვიზიტად მყოფმა ბურჯანაძემ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეახსენა, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოუტანია. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა იყო მწვავე, მაგრამ უნაყოფო, ისევე, როგორც უნაყოფოა აფხაზებსა და ქართველებს შორის რუსეთის შუამავლობა.
ყველაფრის მიუხედავად, სოხუმის დაცემიდან 10 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მაინც იტოვებს "დიდი შუამავლის" იმედეს, თუმცა, გაცილებით დიდ იმედს რუსეთზე სოხუმის რეჟიმი ამყარებს. ამ რეჟიმის მიერ აფხაზეთში ჩატარებულ საზეიმო ღონისძიებებს ენგურსაქეთა საქართველოში მიმოფანტული დევნილები პროტესტით არ გამოხმაურებიან. მაშინ, როცა სოხუმში საზეიმო სამხედრო აღლუმი ჩაატრეს, თბილისში აფხაზეთის ომი ვეტერანები სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ და მათი პრობლემებისადმი ხელისუფლების გულგრილობაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების თქმით, ეს იყო საუბარი ვეტერანებისთვის მიცემულ და შეუსრულებლ დაპირებებზე, ვეტერანებზე გაუცემელ პენსიებზე, მათ სოციალურ დაუცველობაზე და ასე შემდეგ.