სერიოზული წინასაარჩევნო ინციდენტი მოხდა. მხარეებს ბოლნისის რაიონში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩასული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათ წინააღმდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ მობილიზებული ადამიანები, პირველ რიგში - პოლიციელები წარმოდგენდნენ. ხელჩართული ბრძოლის შედეგად, რომლის დროსაც გამოყნებულ იქნა ქვები და ცეცხლსასროლი იარაღი, ბევრი ადამიანი დაშავდა.
"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებებს სოფელ ტალავერში მოსახლეობისთვის საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი უნდა წარედგინათ. ამ სახიფათო ღონისძიების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება წინასწარ გააფრთხილა, რასაც სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლების დასახვედრად სოფელ ტალავერთან ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ლევან მამალაძის მომხრეების მობილიზება მოხდა. დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიციელთა კორდონის გარღვევა დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის ადმინისტრაციამ ამ კორდონისთვის პოლიციელების გარდა ბავშვები, მოსწავლეებიც კი გამოიყენა.
დაპირსპირებულ მხარეებს შორის ჩხუბი კარგა ხანს გაგრძელდა. ამ ბრძოლაში გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა დაშავებულებს, რომელთა რიცხვიც საკმაოდ ბევრია, ჭრილობები სხვადასხვა მხრიდან ნასროლმა ქვებმა მიაყენა. დაიმტვრა მანქანები, ნაცემია ბოლნისის რაიონის გამგებელიც. სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მაინც შეძლებს სოფელ ტალავერში შეღწევა და იქ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება. ამასობაში ბოლნისში მომხდარი ინციდენტი განიხილეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მომხდარს მისცეს პირველი შეფასებებიც. სახელისუფლებო ბლოკიდან ლევან მამალაძის ჯგუფმა "ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონში ჩასვლას კრიმინალური და ტერორისტული გამოვლინება უწოდა. თვით ლევან მამლაძემ კი ბოლნისის მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანია მიხეილ სააკაშვილის მიერ წინასწარგანზრახულ პროვოკაციად გამოაცხადა.
[ლევან მამალაძის ხმა] " დაგეგმა პროვოკაცია, შეაგზავნა შეიარაღებული ჯგუფები და თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას. იქ არის დაფიქსირებული შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას".
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " შარშან თუ გვიპირისპირებდნენ შეიარაღებულ ბანდებს, ეხლა მთავრობამ გადაწყვიტა ღიად დაგვიპირისპიროს პოლიცია და შეიარაღებული რაზმები. მე მოვუხმობ ედუარდ შევარდნაძეს და მივმართავ მას: თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, დაკარგეთ ჩვენი ტერიტორიის ერთი მესამედი, ეხლა თქვენ აპირებთ იმის აფეთქებას, რას დაგვრჩა. "
არჩევნებისთვის ბრძოლის პიკი ჯერ წინ არის. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ წინ უფრო მძიმე დაპირისპირებები გველის. მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო გაერკვია - ჰყავთ თუ არა პოლიტიკურ ძალებს შეიარაღებული ჯგუფები და, როგორც ჩანს, ეს მომავალი პარლამენტის გადანაწილებისთვის ბრძოლაში თავისთავად უნდა გაირკვეს.