ყველა არჩევნების მონიტორინგი, აგრეთვე, 1996 წელს ჩატარებული პლებისციტის მონიტორინგი ჩაატარა. " სამართლიან არჩევნებს" მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებშიც, ახლა კი ის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ემზადება. 17 სექტემბერს ამ ორგანიზაციამ თავისი საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია მოახდინა და ამით შეეცადა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს და რას გააკეთებს სამართლიანი არჩევნების ხელშესაწყობად.
"ამ დარბაზში ვხედავ დიდ ინტერესს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიზნების მიმართ. წარმომოდგენია, რაოდენ უფრო დიდი იქნება ინტერესი 3 ნოემბერს, იმ დღეს, როცა ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებასაც და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჩააბარებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა გააკეთა 2 ნოემბერს -არჩევნების დღეს", - ამ სიტყვებით გახსნა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ღონისძიება, რომელიც 17 სექტემბერს სასტუმრო "მერიოტში" შედგა. ეს იყო "სამართლიანი არჩევნების" საარჩევნო-სადამკვირვებლო კამპანიის საპრეზენტაციო ღონისძიება. "საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს ვინ, რატომ, რისთვის და როგორ ახორციელებს არჩევნების მონიტორინგს. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების შემდეგ გაჩნდება ბევრი შეკითხვა, ანუ არ იქნება ნდობა", - ფიქრობენ ამ ორგანიზაციაში, რომელსაც სხვადასხვა დონორი საერთაშორისო ორგნაიზაციების დახმარებით, არჩევნების მონიტორინგის საკმაო გამოცდილება გააჩნია და რომელიც წელს პირველად ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს, როგორც ამის შესახებ განმარტება ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. მისი თქმით "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები ცალკე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო ცალკე -მათ მიერ გამოყენებულ ბიულეტენებს უბნებში დაითვლიან, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ "სუფთა" უბნებში.
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "ჩვენ ვაჯამებთ მხოლოდ იქ, სადაც ჩვენი დმკვირვებელი გვეტყვის, რომ ამ უბანზე არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. თუ ამა თუ იმ უბანზე ჩაიყარა ზედმეტი ბილეტენები და ამ უბნის შედეგები გაფორმდა, ბუნებრივია, ასეთი უბნის შედეგებს არ დავაჯამებთ, მხოლოდ სუფთა უბნებში დავაჯამებთ. "
ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს ხმების პარალელური დათვლა 600 უბანზე მაინც მოუწევთ. დამკვირვებლების რაოდენობა კი 3000-ს გაუტოლდება. მათ ტრეინინგების მეშვეობით არჩევენ, შერჩეულთა სიას გაუგზავნიან პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რათა იქ გადაამოწმონ, იქნებიან თუ არა ამ სიაში მათი წარმომადგენლები.
"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო კამპანიის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ამომრჩეველთა მარკირების ერთ-ერთი მეთოდიც: გვაჩვენეს, როგორ რეაგირებს სპეციალური დეტექტორი უფერო სითხეზე, რომელიც საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებლ თითებზე უნდა წაუსვან, თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომელი მეთოდით მოხდება ამომჩეველთა მარკირება. და, ბოლოს, "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო კამპანიის პრეზენტაციის დღიდან მოყოლებული, ამ ორგანიზაციაში საარჩევნო საკითხებზე ბრიფინგები ყოველკვირეულად ჩაატარდება. რაც შეეხება არჩევნების დღეს - 2 ნოემბერს, "სამართლიანი არჩევნები" ამომრჩეველთა აქტივობის შედეგებს დღის განმავლობაში ორჯერ გამოაცხადებს, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს კი არჩევნების მეორე დღეს - 3 ნოემბერს. შემდეგ კი საარჩევნო დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირებისთვის ბრძოლის ეტაპი დაიწყება.