Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი პატიმრები მათ სარჩელზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოლოდინში


2002 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების საკითხმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ისევ წინა პლანზე წამოიწია, რაც ევროსასამართლოში ჩეჩნების ადვოკატების სარჩელის

მოსმენის დაწყებამ განაპირობა. მოსმენა სტრასბურგში 16 სექტემბერს დაიწყო და რუსეთის საინფორმაციო წყაროებშიც ერთ-ერთი წამყვანი დაგილი დაიკავა თემამ - მიიღებს თუ არა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო წარმოებაში საქმეს, რომელიც გასული წლის აგვისტოში დაკავებულ ჩეჩნებს უკავშირდება.

გასული წლის ზაფხულში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებულ 13 ჩეჩენთაგან მოცემულ ეტაპზე თბილისის საპატიმროში 7 რჩება. 5-ის რუსეთში ექსტრაგირება კარგა ხანია მოხდა. ცნობილია, რომ ისინი სასჯელს სტავროპოლის ციხეში იხდიან. 2-ს - კუშტანაშვილს და მარგოშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუდასტურდათ და, აქედან გამომდინარე, მათი ექსტრაგირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. აქვე შეგახსენებთ, რომ კუშტანაშვილი წინასწარი პატიმრობიდან მას მერე გაათავისუფლეს, რაც მას ლტოლვილის მოწმობის ქონა დაუდასტურდა, მარგოშვილის საქმე კი ხელახალ წარმოებაში გაიგზავნა იმის გათვალისწინებით, რომ მას საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ ბრალდება მოეხსნა.

გასულ წელს დაკავებულ ჩეჩნებს საქართველოში წინასწარი პატიმრობა სწორედ საზღვრის უკნონო გადმოკვეთისთვის და საზღვარზე იარაღის უკნონო გადმოტანისთვის შეეფარდათ, ამის შემდეგ რუსეთში ექსტრაგირებულებს კი, რაღა თქმა უნდა, სულ სხვა ბრალდებები წაუყენეს. ექსტრაგირების შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატორის მოთხოვნა უმოკლეს ვადაში შედგენილ სქლეტანიან მასალას ეყრდნობოდა და საქართველოში დაკავებული ჩეჩნებს მკვლელობებში, ბანდიტიზმსა და ტერორზმში ამხელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მასლა კვალიფიცირებულმა იურისტებმა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს, 5 პატიმრის ექსტრაგირების შესახებ გადაწყვეტილება ასეთ მასალზე დაყრნობით მოხდა. 5 ჩეჩენი რუსეთში შევარდნაძის და პუტინის შეხვედრის წინ გაამგზავრეს, ისე, რომ მათ ადვოკატებს არ მიეცათ დრო გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და კიდევ, ექსტრაგირება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოში დაკავებული ჩეჩნების ქართველი ადვოკატების სარჩელი შეტანის შემდეგ მოხდა. 5 პატიმრის ექსტრაგირება ვერ შეაფერხა ევროსასამართლოდან თბილისში გამოგზავნილმა თხოვნამაც - საკითხების კარგად გარკვევამდე არ მომხადრიყო ჩეჩნების რუსეთისთვის გადაცემა. ითქვა, რომ ამ მოთხოვნამ ექსტრაგირება უბრალოდ დაგვიანების გამო ვერ შეაფერხა და ასეა თუ არა, ევროპის სასამართლოში შეტანილი სარჩელი ექსტრაგირების შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის კანონიერების დადგენასაც ითხოვს და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედების შეფასებასაც. თუ ჩეჩნების ადვოკატები საქმეს მოიგებენ, წაგებულებს - რუსეთის და საქართველოს სახელმწიფოებს საკუთარი ბიუჯეტებიდან ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწვეთ, მაგრამ საქმის მოგების შანსი იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ ევროსასამართლო ქართველი ადვოკატების სარჩელს წარმოებაში მიიღებს. ამის გასარკვევად 16 სექტემბერს ევროსასამართლოში გასული წლის ოქტომბერში შეტანილი სარჩელი მოისმინეს. მოუსმინეს მხარეებს: რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლებს და მოსარჩელეს - ამჟამად სტრასბურგში მყოფ ქართველ ადვოკატს ლია მუხაშავრიას. მოისმინეს მხარეების პასუხები სხვადასხვა შეკითხვებაზე და ბოლოს განმარტეს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებისა თუ მიუღებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ და ამის შესახებ მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობენენ. თუ ევროსასამართლო ჩეჩნებთან დაკავშირებულ საქმეს წარმოებაში მიიღებს, მისი არსებითი განხილვა დაახლოებით ერთ წელიწადში დაიწყება.
XS
SM
MD
LG