პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის. ამ ჯგუფს ტექნიკურ დახმარებას ანტიკორუფციული ბიურო უწევს და 11 სექტემბერსაც სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტრასბურგის მემორანდუმის პრინციპების რეალიზებისთვის.
მემორანდუმს, რომელიც სტრასბურგში ევროსაბჭოსა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაფორმდა, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და მასმედიის წარმომადგენლები აწერენ ხელს. მასში ნათქვამია: " ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი ვიღებთ ვალდებულებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით ხელი შევუწყოთ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვაღიარებთ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობის მნიშვნელობას და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი არსებითი დარღვევების გამოვლენას, როგორიცაა ამომრჩევლის ხმების მოსყიდვა, არჩევნებზე ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების ზეგავლენა და ოფიციალურ პირთა მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენება."
მემორანდუმზე ხემომწერებმა აიღეს ვალდებულება თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნიეს პოლიტიკური პარტიების და მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის ჯგუფის შექმნა. ეს ჯგუფი საპარლამენტო არჩევნებამდე დააკვირდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, მისი წევრები პერიოდულად შეიკრიბებიან და ამ შეკრებებზე მოამზადებენ სპეციალურ ანგარიშს, რასაც გააცნობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. თავის მხრივ ანტიკორუფციული ბიურო კისრულობს ვალდებულებას მისადმი მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისთვის გადაგზავნა.
მართალია, კანონის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში წარადგინონ, ასეთ ანაგრიშებში ამა თუ იმ პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიაში დახარჯული თანხის მცირე ნაწილი აისახება. არჩევნებზე საქართველოში დიდი ფული იხარჯება, ამას არავინ უარყოფს, ამის შესახებ ყველასთვის ცნობილია, და მაინც, მაჟორიტარების საარჩევნო კამპანიის ფასზე ხსენებული მონიტორინგის ჯგუფის წევრს, მოქალაქეთა კავშირის ყოფილ გეენრალურ მდივანს და "გაერთიანებული დემოკრატების" მაჟორიტარ კანდიდატ მიხეილ მაჭავარიანს გავესაუბრე.
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "პოლიტიკოსისთვის ყევლაზე მთავარი არის სახელი. თუ სახელი გაქვს, გიჯდება იმის ნახევარი, რაც უჯდება უსახელოს. გულახდილათ ვიტყვი, ეს არის რამოდენიმე ათეული ათასი ლარი, მაგრამ იქნებიან კანდიდატები, რომლებიც რამოდენიმე ასეულ ათასს დახარჯავენ. მაგლითად, ასე აპირებს ტყიბულში შალიკიანი, რომელსაც სახელისუფლებო ბლოკი უჭერს მხარს. "
იმას, რასაც მიხეილ მაჭავარიანი მონიტორინგის ჯგუფს შემდგომ შეხვედრაზე შესთავაზებს, იქნება ის, რის შესახებაც 11 სექტემბრის სამუშაო შეკრებაზე ითქვა:
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] " ყოველი პარტია ვალდებულია თავისი ფინანსური დეკლარაცია წარმოადგინოს 1 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში იხსნება არჩევნებიდან. ამ მიზეზით მოხსნილი პარტია გინახავთ? მე მოვიტან შემდეგ სხდომაზე მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელმა პარტიამ არ წარადგინა ფინანსური დეკლარაცია. "
მიხეილ მაჭავარიანი მიანიშნებს, რომ ეს მონაცემები საკმაოდ საინტერესო იქნება. სხვა გეგმა აქვს მონიტორინგის ჯგუფის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან - პეტრე ცისკარიშვილს. მან 11 სექტემებრის შეკრებაზე, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ოფისში შედგა, მოითხოვა პარტიების საარჩევნო სიების შესწავლა იმის გათვალისწინებით, თუ რა ფინანსური ჯგუფები თუ კლანები დგანან ამ სიებში დასახელებული პიროვნებების უკან.
[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] "შეიძლება გაკონტროლებისა და პასუხისგებაში მიცემის მხრივ ბევრს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ პროგრამა-მინიმუმით საზოგადოება გაიგებს, რომელი პარტია ყიდულობს ხმებს, რომელმა პარტიამ შეიყვანა სიაში ბაზრობების დირექტორები, ოლიგარქების წარმომადგენლები და სხვა. "
ასეთი გეგმები აქვთ მონიტორინგის ჯგუფში. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე ეს ჯგუფი არანაკლებ 5 შეხვედრას გამართავს და მუშაობას არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს.