ამროზი ბინ ნურჰასიამი, რომელსაც, როგორც ბრალდება მიიჩნევს,
გადამწყვეტი როლი მიუძღვის კუნძულ ბალიზე გასულ წელს ტერორისტული აქტების მოწყობაში, რამაც ორასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინდონეზიის სასამართლომ დღეს დამნაშავედ სცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი ტერორისტული აქტებია მოსალოდნელი. ორი დღის წინ ჯაკარტის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა ათი ადამიანი დაიღუპა, 150 დაიჭრა. პოლიციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ კუნძულ ბალისა და ჯაკარტაში მომხდარი აფეთქებები, დაჯგუფება "ჯემაა ისლამიას" მოწყობილია. ეს დაჯგუფება "ალ-ყაიდასთან" კავშირშია ეჭვმიტანილი.