ევროკავშირი მიესალმა თურქეთის პარლამენტის მიერ რეფორმების დამტკიცებას.
კომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, გიუნტერ ფერჰოიგენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი თვალს ადევნებს, როგორ განახორციელებს ანკარა რეფორმებს. ევროკავშირის პრესმდივან, ერიკ მამერის თქმით, რეფორმები ეხება მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს: [მომერის ხმა] "ზომებს შორის არის ისეთი ზომები, რომელთაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად პარტნიორობის ხელშეკრულება ითვალისწინებს - ესენია წამების წინააღმდეგ ბძროლა, თავშეყრისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლება, ისევე როგორც კულტურული უფლებების პატივისცემა". ანკარას შარშანაც არაერთი რეფორმა აქვს ამოქმედებული ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად, მაგრამ ამ რეფორმებს, ოპონენტების შეფასებით, მეტისმეტად ნელა ახორციელებდნენ.