იორდანიაში შეჯამდა გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
გაიმარჯვეს მეფე აბდალას მომხრეებმა, რომელთაც დეპუტატთა ადგილების ნახევარზე მეტი მოიპოვეს. ეს არიან ძირითადად იორდანიის მმართველი დინასტიისადმი ლოიალური უმსხვილესი ტომებისა და ოჯახების წარმომადგენლები. 110 მანდატიდან 18 მიიღეს ოპოზიციური ფუნდამენტალისტური ორგანიზაციის, ისლამური მოქმედების პარტიის წარმომადგენლებმა. იორდანიის პარლამენტს აქვს კაბინეთის მეთაურის გადაყენებისა და კანონების მიღების ბლოკირების უფლებამოსილება. მაგრამ მეფე ფლობს აბსოლუტურ ხელისუფლებას და შეუძლია ვეტოს დადება, პარლამენტის დათხოვნა და ბრძანებულებების მეშვეობით მართვა.