შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ერაყის ენერგოგენერაციის ობიექტების, ასევე წყლისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენისთვის საწყისი - 34 მილიონ
ექვსასი ათასი დოლარის ღირებულების - კონტრაქტი კომპანია "ბეხტელ გრუპს" გაუფორმა. სააგენტო არ გამორიცხავს, რომ იგივე კომპანიას დაევალება აეროპორტის, სკოლების, საავადმყოფოებისა და სამთავრობო შენობების აღდგენა. ასეთ შემთხვევაში კონტრაქტის მოცულობა წელიწადნახევარში 680 მილიონ დოლარს მიაღწევს. "ბეხტელი" კერძო სამშენებლო კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც სან-ფრანცისკოშია.