შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის თქმით, მიმდინარეობს ბაღდადის განთავისუფლება და ერაყელი ხალხი თავისუფლების გზას ადგას.
დღეს პენტაგონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ ჯერ კიდევ წინ არის სახიფათო დღეები. მისი სიტყვებით, მოზეიმე ერაყელების სახეების შემყურეთ უნდა დავასკვნათ, რომ "ეს ძალიან კარგი დღეა" ამერიკისა და მისი მოკავშირეებისთვის. ამასთან, მან სადამ ჰუსეინი მე-20 საუკუნის სხვა გარდასული დიქტატორების, ჰიტლერის, სტალინის, ლენინისა და ჩაუშესკუს რიგში მოიხსენია. რამსფელდის თქმით, არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ სირიამ სადამის ლოილისტებს გაქცევაში დახმარება გაუწია.