არადასავლური ცივილიზაციების ქვეყნები სამ ჯგუფად იყოფა და ამ ჯგუფების თვალსაჩინო ნიმუშებს წარმოადგენს: ერთი მხრივ - ერაყი, მეორე მხრივ - რუსეთი, მესამე მხრივ -საქართველო.
დასავლური ღირებულებები და დასავლეთის გავლენა ნელ-ნელა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და ეს პროცესი გლობალური განვითარების ზოგად არსს ასახავს.
დასავლეთის ძლიერებისა და ცხოვრების წესის მიმართ არადასავლური ცივილიზაციის ქვეყნებს სამგვარი დამოკიდებულება აქვთ: მკაცრი იზოლაცია; ორად გაყოფილი პოზიცია; სრული გახსნილობა.
პირველი ჯგუფის ქვეყნების თვალსაჩინო ნიმუშია ერაყი. ეს არის ჩაკეტილი, თვითკმარი სამყარო, რომელიც არა მხოლოდ დასავლეთის ყველაზე გავლენიან ქვეყნებს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაცებსაც კი თავის მტრად მიიჩნევს. ერაყი, როგორც ქვეყანა, დახურულია დასავლეთის ცივილიზაციისათვის და დაპირისპირებულია მასთან არა მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის, არამედ მსოფლხედვის დონეზეც. ასეთ ქვეყნებს საკუთარი იზოლაციონისტური პოლიტიკა მსოფლიო გლობალური პროცესის მიღმა ტოვებს და ამგვარი კურსის საზღაური მეტისმეტად ძვირია.
მეორე ჯგუფის ქვეყნებს, პირობითად, "გახლეჩილ ქვეყნებს" უწოდებენ. მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია რუსეთი, რომელიც გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს წევრია; ამიტომ, ერთი მხრივ, იგი თავად წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნაწილს. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ელიტა ქვეყანას დასავლეთის ნაწილად კი არა, უფრო მის "გამაწონასწორებელ" ფაქტორად მიიჩნევს. მაშ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილია რუსეთი თუ სლავურ-მართლმადიდებლური ცივილიზაციის ლიდერი? ეს შეკითხვა ძველთაძველია და დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი. თანამედროვე რუსეთში კი მიიჩნევენ, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო დიდხანს ვერ შენარჩუნდება და ქვეყნის ისტორიული მისია "ატლანტური ცივილიზაციის" საპირწონე პოლუსის შექმნაა. სხვათა შორის, "გახლეჩილი ქვეყნების" რიცხვს მიაკუთვნებენ თურქეთსაც. ერთი მხრივ, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს და თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოდ არის მიჩნეული; მეორე მხრივ კი, თურქული საზოგადოების ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს ისლამურ აღორძინებას.
მესამე ჯგუფის ქვეყნების ერთ-ერთი ტიპიური ნიმუში კი საქართველოა. ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს ქვეყნის დასავლურ კურსს, დეკლარაციულად ცდილობს დასავლური ღირებულებებისა და წესრიგის დამკვიდრებას და საზოგადოებაც მიიჩნევს, რომ საქართველო, თავისი მსოფლაღქმით და კულტურით, სწორედ დასავლური ცივილიზაციის პირმშოა.
თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისადმი საქართველოს მიკუთვნებას სამი მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდება: ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის გადაწყვეტილება, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებისადმი და დასავლური ცივილიზაციის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოების თანხმობა, უფრო ზუსტად, ინტერესთა თანხვედრა.
საქართველო, ერთი შეხედვით, სამივე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგრამ წლები გადის და სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ დასავლური ცივილიზაციისადმი მიკუთვნების სურვილი ფორმალურია როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.
რადგან: ხელისუფლება ქვეყანას კორუფციული პირამიდების მეშვეობით მართავს და ამ პირამიდების დანგრევას არ აპირებს; პარტიებში, როგორც წესი, ერთპიროვნული მმართველობაა, არ მიმდინარეობს თაობათა ცვლა, არ არის განსაზღვრული ლიდერის პასუხისმგებლობა; საზოგადოება კი არჩევნებში მხარს უჭერს ყველაზე მარტივ, საპროტესტო სულისკვეთების ლოზუნგებს. თითოეული ეს ნიშანი, რომელიც უდავოდ დამახასიათებელია ქართული სახელმწიფოსთვის, კატეგორიულად არ თანხვდება დასავლურ ღირებულებებს და ცხოვრების წესს. ტენდენცია კი სწორედ ამ ნიშნების გაღრმავებაზე მიუთითებს და არა მათ აღმოფხვრაზე.
შესაბამისად, საქართველოს დიდი ჯაფა დაადგება იმისათვის, რომ რეალურად და არა ფორმალურად დამკვიდრდეს თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის წიაღში.