თანაც, დათმო სწორედ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ. ჯერჯერობით უპასუხო შეკითხვად რჩება, რატომ გადასცა შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი უშუალო კონკურენტს, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამგვარი დათმობის საფუძველი.
ორი წლის წინ, გაზაფხულზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი, რადგან არსებულმა კონსტიტუციურმა სისტემამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. არაერთი ვარაუდი გამოითქვა იმის შესახებ, თუ ვის გასაძლიერებლად ჩაიფიქრა პრეზიდენტმა ცვლილებები. მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტის ერთადერთ კანდიდატად ზურაბ ჟვანია დაასახელა. ოღონდ სავარაუდო კანდიდატის ვინაობა გაცხადდა მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მოწყობის მომავალი სტრუქტურა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო. ეს კი პირდაპირ ნიშნავდა, რომ ცვლილებები მზადდებოდა პიროვნებისთვის და არა ქვეყნისთვის.
როგორც კი გაირკვა, რომ პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას გაძლიერებას აპირებდა, ჟვანია ერთგვარ პოლიტიკურ სამიზნედ გადაიქცა. გარკვეული აზრით, იგი გახდა არა პრემიერ-მინისტრობის, არამედ - პრეზიდენტობის კანდიდატი, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრე.
ამას მოჰყვა ოპოზიციური ძალების სრული კონსოლიდაცია პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ჟვანიას დაუპირისპირდა აღმასრულებელი ხელისუფლებაც, რადგან მთავრობის და სახელმწიფო კანცელარიის ბევრ გავლენიან ფიგურას სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა სამომავლოდ.
ამ ორმხრივი წნეხის შედეგად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი შეიქნა და პრეზიდენტმაც მეყსეულად უკან დაიხია. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური კარიერის ათწლიანი ეტაპი მარცხით დასრულდა.
მოგვიანებით ერთხმად იქნა აღიარებული, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის სავარაუდო კანდიდატის წინასწარ გამოცხადება ჩაფიქრებული იყო არა ჟვანიას გასაძლიერებლად, არამედ - მის დასასუსტებლად, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ნამდვილად ისურვებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საკუთარი ძალაუფლების ნაწილის დათმობას, პროცესს სულ სხვა თანმიმდევრობით წარმართავდა.
არ არის გამორიცხული, რომ შალვა ნათელაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის გაძლიერების მცდელობაც ბოლოს ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის დაკნინების მცდელობა აღმოჩნდეს. რატომ დაუთმო ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი უშუალო პოლიტიკურ კონკურენტს? იმის შემდეგ, რაც სააკაშვილს ახალი ასპარეზი გაუჩნდა თავისი პოლიტიკური ამბიციების გამოსავლენად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კიდევ მეტად გააქტიურდა. ერთი მხრივ, იგი კონსულტაციებს ატარებს ოპოზიციურ პარტიებთან და საარჩევნოდ ერთიანი ბლოკის ჩამოყალიბებას გეგმავს. მეორე მხრივ, სააკაშვილი ცდილობს, დაუახლოვდეს დედაქალაქის მოსახლეობას და მოაგვაროს თბილისის მკვიდრთა ყოფითი პრობლემები: ლიფტების და სახურავების შეკეთება, სპორტული თუ ბავშვთა მოედნების კეთილმოწყობა, უკანონო მშენებლობების შეჩერება ბოლოხანს საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის ნაწილია. სააკაშვილი ცდილობს, საკრებულომ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მიიღოს: გაზარდოს პენსია, დააკანონოს სკოლის დირექტორების არჩევითობა.
ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნების მოგებას აპირებს. თუ ეს გეგმა განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ხდება. უეჭველია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტმა დამატებითი ასპარეზი გაუხსნა მის საპრეზიდენტო ამბიციას.
ამის შემდეგ, არ არის გასაკვირი, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მრავალმხრივი პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. შეტევა ხორციელდება როგორც ლეიბორისტების, ისე - ახალი მემარჯვენეების და "აღორძინების" მხრიდან; თავის აგრესიულ დამოკიდებულებას არ მალავს აღმასრულებელი ხელისუფლება; ხუთშაბათს "ახალ თაობაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ პარტია "ერთობის" ლიდერ ალექსანდრე ჭაჭიასთან, რომელიც სააკაშვილს, შევარდნაძესთან ერთად, ქვეყნის დანგრევაში სდებს ბრალს. გაზეთები დახუნძლულია მასალებით, რომლებიც მკითხველს ნაციონალური მოძრაობისგან მომდინარე საფრთხეზე მიანიშნებს. ამ საფრთხის შინაარსია პოლიტიკური კორუფცია, ფაშიზმი, სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობა. "საქართველოს რესპუბლიკის" პირველ გვერდზე იბეჭდება ლექსები და პამფლეტები, რომელთა ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილია.
გამეორდება თუ არა ძველი პოლიტიკური სცენარი? ჟვანიას შემდეგ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური სამიზნეა იმ ძალებისთვის, რომლებსაც საკუთარი გეგმები აქვთ ედუარდ შევარდნაძის პოსტიდან წასვლის შემდეგ. რაც მეტად იაქტიურებს საკრებულოს თავმჯდომარე, მით მეტი წნეხის ქვეშ მოყვება ნაციონალური მოძრაობა. ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი, შევარდნაძის გარდა, ვერავის პირველობას ვერ ეგუება. ეს რეალობა კარგად გაითვალისწინა შალვა ნათელაშვლმა, რომელმაც თავად ჩრდილში დარჩენა ამჯობინა, საპრეზიდენტო პოდიუმისკენ კი გზა მიხეილ სააკაშვილს გაუხსნა.