მაინც შეგახსენებთ: ჩეხმა კანონმდებლებმა ვერც პირველსა და ვერც მეორე რაუნდში ვერ მოახერხეს ჰაველის მემკვიდრის დასახელება. ახლა პარლამენტარებმა მოილაპარაკეს, რომ 28 თებერვალს მესამედ შეეცდებიან ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას. თუ ეს ცდაც წარუმატებლად დამთავრდა, მაშინ, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდება ქვეყნის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც შესაძლებელს გახდის პრეზიდენტის არჩევას საყოველთაო კენჭისყრის გზით. და თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდა, მაშინ, გამორიცხული არ არის, ბრძოლაში ერთი მეტად ცნობილი ადამიანი ჩაებას. თუმცა, სახელი და პოპულარობა ამ ადამიანს პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობით არ მოუპოვებია.
[კარელ გოტის სიმღერა "Beatles"]
"ჩეხ ელვის პრესლიდ" წოდებულმა კარელ გოტმა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის პოპ-მუსიკის სცენა 60-იანი წლების შუა ხანებში დაიპყრო და, მართალია, ვერ ვიტყვით, რომ დღემდე დიდების მწვერვალზე იმყოფება, ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც თავის სამშობლოში, ისე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც, მაგალითად გერმანიასა და რუსეთში.
რად უნდა მივიღოთ კარელ გოტის შესაძლო გაკანდიდატება: ხუმრობად, მუქარად თუ სერიოზულ განზრახვად? როგორც რადიო "თავისუფლების" მიმომხილველი ჯოლიონ ნეგელე, ჩეხეთის მასმედიით გავრცელებული ცნობების შესწავლის შედეგად დაასკვნის, ცოტ-ცოტა ამაში ყველაფერია: ხუმრობაც, მუქარაც და სერიოზული განზრახვაც.
რაკი მასმედია ვახსენეთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ჩეხეთის პრესა საკმაოდ თავშეკავებულად გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატად კარელ გოტის შესაძლო დასახელების ამბავს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების მომხრე მემარცხენე გაზეთი "პრავო" (კომუნისტური "რუდე პრავოს" მემკვიდრე), რომელმაც ამ ცნობას პირველი გვერდის ნახევარი დაუთმო.
კარელ გოტის შესაძლო გაკანდიდატების ამბავი ამ ერთი კვირის წინათ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ჩეხური როკ-მუსიკის სამმა ცნობილმა წარმომადგენელმა: პეტრ პეჩენიმ, ალეშ ბრიხტამ და ფრანტიშეკ მორავეცმა. სამივეს თავიანთი კოლეგის გამოსახულებიანი მაისურები ეცვა წარწერით: "კარელ გოტი - პრეზიდენტი". იქვე იყო გერმანულ ენაზე შესრულებული წარწერაც: "Gott mit uns" ("ჩვენთან არს ღმერთი"); და თუ გავითვალისწინებთ, რომ "Gott" გერმანულად "ღმერთს" ნიშნავს, ეს სიტყვები ასეც შეიძლება ვთარგმნოთ: "ჩვენთან არს გოტი".
თავად ღმერთი, ანუ გოტი, პრესკონფერენციას არ დასწრებია, თუმცა მოკლე წერილით აცნობა დამსწრე ჟურნალისტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში იგი მზად არის, კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. იმავე წერილში გოტმა დასძინა: "ჯერჯერობით ნაადრევად მივიჩნევ ამაზე საუბარს. და იმედი მაქვს, კენჭისყრის მესამე რაუნდში ჩვენი კანონმდებლები გონიერებას გამოიჩენენ და არ დამაყენებენ რთული დილემის წინაშე."
პრესკონფერენციაზე ზემოთ უკვე ნახსენებმა პეტრ პეჩენიმ განმარტა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად კარელ გოტის წამოყენების იდეა გაჩნდა კენჭისყრის პირველი ორი რაუნდის შემდეგ, როცა პარლამენტარებმა კანდიდატურების გარშემო არცთუ კორექტული ვაჭრობა გააჩაღეს. ამით შექმნილი სიტუაციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატეთო, თქვა პეჩენიმ.
[პეტრ პეჩენის ხმა]
პეჩენის თქმით, მან და მისმა თანამოაზრეებმა წამოაყენეს კანდიდატი, რომელზეც გადაუჭერბებლად შეიძლება ითქვას, რომ ცნობილიც არის და სერიოზულიც, და რომელსაც უნარი შესწევს, ხალხი გააერთიანოს და საღი აზრის კუნძული შექმნას.
პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობისგან განსხვავებით, კარელ გოტი არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. თუმცა, თავის დროზე მან ხელი მოაწერა კომუნისტების მიერ ინიცირებულ ეგრეთ წოდებულ "ანტი-ქარტიას".
"ანტი-ქარტია" ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კარნახითა და უშუალო მონაწილეობით დაიწერა 1977 წელს. ის მიმართული იყო "ქარტია 77"-ის სახელით ცნობილი პეტიციის წინააღმდეგ, რომლითაც ქვეყნის ინტელექტუალთა და დისიდენტთა ჯგუფმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაეცვა საკუთარი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებები და შეესრულებინა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
გაზეთ "ლიდოვე ნოვინისთვის" მიცემულ ინტერვიუში კარელ გოტმა განაცხადა, ვერ წარმომიდგენია, საქმე იქამდე მივიდეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გავხდეო. ჟურნალისტის შეკითხვას, მაინც, გსურთ თუ არა კენჭი იყაროთო, გოტმა უარყოფითად უპასუხა. და იქვე დასძინა: "ისე, სასაცილო იქნება, მომავალი წლის საახალწლო მიმართვა პრეზიდენტმა სიმღერით წარმოთქვასო".
საახალწლო მიმართვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში კარელ გოტის შესაძლო მონაწილეობაზე საუბარი გვინდა დავასრულოთ მისივე სიმღერით "როცა პატარა ბიჭი ვიყავი". სხვათა შორის, ეს სიმღერა გოტმა ჩეხეთის აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს უმღერა ამ უკანასკნელის საპატივცემულოდ მოწყობილ გამოსათხოვარ კონცერტზე.
[კარელ გოტის სიმღერა "Kdyz jsem ja byl tenkrat kluk"]