Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი


საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნუაიმიმ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ,

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნუაიმიმ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ,
OPEC-მა, უმჯობესია, არ გაზარდოს ნავთობის მოპოვების ის მოცულობა, რომელიც 1 იანვრიდან არის განსაზღვრული. ვენაში, სადაც OPEC-ის წევრები ნავთობის მოპოვების ყოველდღიურ კვოტებზე მსჯელობენ, ნუაიმიმ განაცხადა, რომ პრაქტიკულად უკვე ანაზღაურებულია მსოფლიო ბაზარზე ორი მილიონი ბარელი ნავთობის ნაკლებობა, რომელიც ვენესუელაში მიმდინარე გაფიცვამ გამოიწვია. ნავთობზე მსოფლიო ფასები ამჟამად ერთი ბარელისთვის 31 დოლარს აღემატება. ეს უკავშირდება ვენესუელის კრიზისსა და ერაყში სამხედრო ოპერაციის ჩატარების პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG