ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მერაბ ადეიშვილის განცხადებით, თუ რუსეთი სოხუმი-სოჭის სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოფიციალურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს,
მაშინ მისი უწყება იძულებული გახდება, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. როგორც მერაბ ადეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის გზათა მიმოსვლის მინისტრის, გენადი ფადეევის სახელზე გაგზავნილ წერილზე არცთუ მკაფიო პასუხი მიიღეს. კერძოდ, პასუხში ნათქვამია, რომ ფადეევის უწყება საქმის კურსში არ ჩააყენეს და პასუხისმგებლობა რუსეთის რკინიგზის ჩრდილოეთი კავკასიის სამმართველოს ხელმძღვანელობას ეკისრება, რომლის ინიციატივითაც, წერილის თანახმად, აღდგა სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და სოჭს შორის.