ვინც ამ კონგრესის წინა პერიოდში თვალყურს ადევნებდა რუსეთისა და დანიის ურთიერთობას, ზაკაევის დაკავება იქნებ არც გაჰკვირვებოდა. ბოლო დღეების მანძილზე მოსკოვმა რამდენიმეჯერ კატეგორიულად მოითხოვა, რომ დანიის ხელისუფლებას აეკრძალა "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" ჩატარება, რასაც კოპენჰაგენმა უარით უპასუხა. ამის შემდეგ დანიამ, როგორც ჩანს, ვეღარ უგულებელყო რუსეთის მოთხოვნა ზაკაევის, როგორც დუბროვკის თეატრალურ ცენტრში მოწყობილი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
ზაკაევის დაკავებაზე კომენტარი ვთხოვე რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური რედაქციის თანამშრომელს რუსლან შამაევს.
[რუსლან შამაევის ხმა] "მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩეჩნების კონგრესის ჩატარებაზე მკაცრი რეაქცია გამოხატა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ დანიის ხელისუფლება სიტუაციის შერბილებას შეეცდებოდა. შესაძლოა, დანიის ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა მან რუსეთს უპასუხა – თუკი გაქვთ პრეტენზიები ამ ადამიანებთან, ჩვენ შეგვიძლია დახმარება აღმოგიჩინოთო. ბუნებრივია, რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და სპეცსამსახურებს ყოველთვის ხელთ აქვთ მასალები, რომელიც მათ პრაქტიკულად ნებისმიერი ჩეჩნის წინააღმდეგ შეუძლიათ წარმოადგინონ. რასაკვირველია, მოიძებნა ასეთი მასალები კონკრეტულად ზაკაევის, როგორც ღონისძიებაში მონაწილე მთავარი ფიგურის მიმართაც. მათ ხომ არ შეეძლოთ დაეკავებინათ, მაგალითად: ხასბულატოვი, ან იგივე იუშენკოვი, ან ასლახანოვი. ამიტომ არჩევანი ზაკაევზე შეჩერდა."
რუსლან შამაევს ვკითხე, რატომ შეიძლება მოსკოვს ზაკაევის ხელში ჩაგდება სურდეს, რას მოუტანს მისი დაპატიმრება რუსეთის ხელისუფლებას.
[რუსლან შამაევის ხმა] "საკმაოდ გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა: რატომ მოინდომა რუსეთმა მაინცადამაინც ზაკაევის ექსტრადიცია? ჩემი ღრმა რწმენით, ზაკაევი შეიძლება ერთადერთი ფიგურაც კი იყოს ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობიდან, რომელიც შეიძლება ისევ და ისევ მოსკოვს დასჭირდეს. ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმართვა გარდაუვალი გახდება. ეს სრულიად ნათელია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. თუკი ზაკაევს ციხეში ჩასვამენ, ვიღასთან დაიჭერენ საქმეს? ეს, უბრალოდ, უსასრულო ომისთვის მზადებას ნიშნავს."
ასეთი გახლდათ რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური რედაქციის თანამშრომლის რუსლან შამაევის კომენტარი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრემიერის ახმედ ზაკაევის დაკავებაზე.