რაც "დუბროვკის" თეატრალური ცენტრში შეიარაღებულ ჩეჩენთა ჯგუფმა ასობით ადამიანი მძევლად აიყვანა, მოსკოვი ისედაც არ უჩიოდა ყურადღების ნაკლებობას. ახლა, როცა რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებმა, საგანგებო ოპერაციის შედეგად, წერტილი დაუსვეს სახელმწიფოსა და მეამბოხეთა მცირერიცხოვანი ჯგუფის დაპირისპირებას, ბევრი მოსკოველი იერიშის დროს დაღუპულ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს დასტირის: ოფიციალური მონაცემების თანახმად, დაღუპულ მძევალთა რიცხვი ცხრა ათეულს აღემატება, თუმცა თავიდან საუბარი იყო 67 დაღუპულზე.
შუადღისას თეატრალური ცენტრის შესასვლელთან, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ვასილიევმა ჟურნალისტებს აუწყა:
[ვასილიევის ხმა] "750-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი მოსკოვის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ამავე დროს, ახლობლებთან ერთად, ვგლოვობთ გარდაცვლილებს. ამ წუთისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 67 მძევალი."
მძევალთა ის ნათესავები, რომლებმაც მალევე ვერ მოახერხეს თავიანთი ახლობლების პოვნა, ერთი საავადმყოფოდან მეორეში დადიოდნენ, იმ იმედით, რომ მათ უვნებლებს მიაგნებდნენ. ბევრი მოუთმენლად ელოდა იმ სიის გამოქვეყნებას, რომელშიც მოცემული იქნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მძევალი რომელ საავადმყოფოში მოათავსეს. მიღებული ცნობების თანახმად, მძევალთაგან (ახლა უკვე ყოფილ მძევალთაგან) ბევრი მოიწამლა სპეციალური გაზით, რომელიც მოიერიშე ჯგუფმა გამოიყენა.
ახალგაზრდა მოსკოველმა, ევგენი ილინმა კარგა ხანი დაჰყო მე-13 საავადმყოფოსთან, სადაც 350-მდე მძევალი მოათავსეს, ბევრი მათგანი – მძიმე მდგომარეობაში. ევგენი ტყუილად ელოდა, რომ პატარა ქალიშვილის მონახულების ნებართვას მისცემდნენ. მისივე თქმით, სამი საათის მანძილზე მან იმასაც კი ვერ მიაღწია, რომ გოგონასთვის რამდენიმე საჭირო ნივთი შეეგზავნა.
[ილინის ხმა] იხ. აუდიოვერსია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ვასილიევი დარწმუნებულია, რომ თეატრალურ ცენტრზე იერიშის მიტანით ხელისუფლება სწორად მოიქცა; და თავად ოპერაციაც მაღალ დონეზე ჩაატარა. ვასილიევის თქმით, წარუმატებლობის შემთხვევაში მსხვერპლთა რიცხვს, შესაძლოა, ათასისთვისაც კი გადაეჭარბებინა.
[ვასილიევის ხმა] იხ. აუდიოვერსია
მინისტრის მოადგილის ამ მოსაზრებას ნამდვილად არ იზიარებენ იმ დაღუპულ მძევალთა ახლობლები, რომლებიც – რომ არა ეს იერიში – დღეს ალბათ ცოცხლები იქნებოდნენ. თუმცა, მოსკოვის საავადმყოფოებთან თავშეყრილთა უმეტესობა ხელისუფლების ნაბიჯს ამართლებდა. ამ უკანასკნელთა შორის იყო ვიქტორ შეიკო, რომელსაც მძევალთა შორის ახლო მეგობარი ეგულებოდა.
[შეიკოს ხმა] იხ. აუდიოვერსია
ასეა თუ ისე, გადარჩენილთა ნათესავები ახლა იმით იმშვიდებენ თავს, რომ სამდღიანი კოშმარი დამთავრდა. თუმცა, ექიმები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.