დუმილს ამჯობინებდა, ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე თავად პრეზიდენტი გახდა ამ საკითხის წამოწევის ინიციატორი. ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარას საქართველოსგან გამოყოფის უფლებას არავინ მისცემს და ამას “ვერავინ მიაღწევს”. ამ მწვავე განცხადებამდე ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა ხელისუფლებას აჭარის საბიუჯეტო სეპარატიზმზე შესჩივლა. მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, სექტემბერში აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში კვლავ არ იქნა გადმორიცხული თანხები.
პრეზიდენტის თქმით, აჭარის მხრიდან ცენტრალური ბიუჯეტისათვის გათვალისწინებული თანხების გადმოურიცხაობა ქვეყნის მოთხოვნების იგნორირებაა.
გოგიაშვილის განცხადებით, ბოლო ორი წელია გრძელდება აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების მიუღებლობა, რაც ყოველთვიურად 2-3 მილიონ ლარს შეადგენს, ეს კი ცენტრალურ ხელისუფლებას ხარჯვითი პოლიტიკის გატარებაში პრობლემებს უქმნის.
აჭარასა და თბილისს შორის საბიუჯეტო პრობლემები კარგა ხანია გრძელდება. ბათუმი აგერ უკვე ორი წელია საბიუჯეტო ფედერალიზმის სრულ იგნორირებას ახდენს და ცენტრალური ხაზინის კუთვნილ თანხებს აჭარაშივე ტოვებს. ასლან აბაშიძის არგუმენტი მარტივია: ბათუმი ცენტრალურ ბიუჯეტში არ რიცხავს იმ ფულს, რომელიც შემდგომ ტრანსფერების სახით ისევ რეგიონებს, მათ შორის, აჭარასაც უნდა გაუნაწილდეს.
ორი წლის განმავლობაში აჭარის საბიუჯეტო ”ურჩობა” ცენტრალურ ბიუჯეტს უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა ბიუჯეტის გარღვევაზე პასუხისმგებლობის ბათუმისთვის გადაბარება დიდი მიამიტობა იქნებოდა - შეგახსენებთ, რომ მარტო წელს, გასული 9 თვის განმავლობაში, ბიუჯეტი 82 მილიონით არის გარღვეული და ყურადღება რაც არ უნდა აჭარიდან გადმოსარიცხ თანხებზე გადაიტანოს პრეზიდენტმა, ბიუჯეტის შესახებ კანონის შეუსრულებლობა, პირველ რიგში, ცენტრალური ხელისუფლებისა და ფისკალური სტრუქტურების ბრალია. თუმცა ეს, ბუნებრივია, არანაირად არ ამართლებს ბათუმს.
ბათუმიდან თანხები რამდენიმე წელია არ ხვდება თბილისში, მაგრამ პრეზიდენტმა ეს მხოლოდ გასულ კვირას შენიშნა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ, 82 მილიონიანი გარღვევის ფონზე, ხელისუფლება განტევების ვაცის ძიებაშია და ასლან აბაშიძის მისამართით მკვეთრი განცხადებებით ორი კურდღლის მოკვლას აპირებს. აჭარასთან დაპირისპირების გამწვავება, პირველ რიგში, პოლიტიკური ნაბიჯია, რითაც პრეზიდენტი მოსახლეობის ყურადღების გაფანტვას შეეცდება; მეორე მხრივ, საბიუჯეტო პრობლემების ბათუმისთვის გადაბრალებით ცენტრალურ ხელისუფლებას განტევების ვაცი ნაპოვნი ეყოლება.
მიუხედავად ამ პოლიტიკური ინტრიგისა, საბიუჯეტო გარღვევა მთავრობას მაინც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის და ხელისუფლების სიჯიუტე სეკვესტრთან დაკავშირებით კარგი არაფრის მომტანი იქნება. რაც შეეხება თავად აჭარის პრობლემას, ფედერალური კანონის უგულებელყოფა და ცენტრალური ბიუჯეტის იგნორირება, ბუნებრივია, ანომალიაა და, ამ მხრივ, საბიუჯეტო სეპარატიზმი, მართლაც, გაუმართლებელია. თუმცა ამ პრობლემის სათავე, აშკარად, პოლიტიკურ სიბრტყეში ძევს და რამდენიმე წლის განმავლობაში თვალის დახუჭვამ და სირაქლემის პოზამ თავისი მძიმე შედეგი უკვე გამოიღო.
რაც შეეხება ბიუჯეტს, მის შესრულებას, გარდა ფისკალური პრობლემებისა, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული საწარმოების მოგების ძალიან მწირი მაჩვენებელიც აფერხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს, თუმცა ამ მსჯელობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ფისკალური სტრუქტურები არათუ კერძო ბიზნესიდან ვერ ახერხებენ გადასახადების ამოღებას, სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩენილი ორგანიზაციებიდანაც უჭირთ მოსაკრებლების შეგროვება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საწარმოთა დავალიანებამ ბიუჯეტის მიმართ 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ფინანსთა სამინისტროს ამ კატეგორიის 1800 საწარმოდან მხოლოდ 400-ის შესახებ თუ აქვს ინფორმაცია. უნდა ვივარაუდოთ, რომ დარჩენილი ორგანიზაციები ან პარალიზებულნი არიან, ან არალეგალურად, გადასახადების გადახდის გარეშე, აგრძელებენ ფუნქციონირებას. ანუ სახელმწიფოს თავისი მეურნეობისთვისაც ვერ მიუხედავს და მარტოოდენ აჭარის ”საბიუჯეტო სეპარატიზმში” დადანაშაულება ამ პრობლემებს ნამდვილად ვერ გადაწყვეტს.