აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა,
რომ რესპუბლიკაში დღეს მოწყობილი რეფერენდუმი ქვეყნის კონსტიტუციაშიცვლილებების შეტანის თაობაზე – ჩატარებულად ითვლება, ვინაიდან მასში უკვე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 64-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ინიციატივით, რეფერენდუმზე, კონსტიტუციის 24 მუხლში 39 ცვლილებისა და შესწორების შეტანის წინადადებაა წამოყენებული. ოპოზიციურმა პარტიებმა რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მოუწოდეს ხალხს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის უფლებამოსილებათა შემდგომ გაფართოებას ითვალისწინებს.