ერაყის სახელმწიფო მასმედია გაეროს მოუწოდებს, ბაღდადში მოლაპარაკებებზე გააგზავნოს გაეროს მთავარი ექსპერტი განიარაღების საკითხებში
და არ განიცადოს ამ საკითხში შეერთებული შტატების ზეგავლენა. როგორც ერაყის გაზეთი ”ბაბელი” წერს, აშშ და ბრიტანეთი ცდილობენ ერაყში მიაღწიონ ”სამარცხვინო კოლონიურ მიზნებს, რომლებიც მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის”. ამასობაში გაეროს განიარაღების ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელმა ჰანს ბლიქსმა, რომელსაც ერაყი ბაღდადში იწვევს, განაცხადა, რომ თუ ის ბაღდადში ჩავა და მოლაპარაკება წარუმატებლად დამთავრდება, კიდევ უფრო გაიზრდება ერაყზე შეერთებული შტატების თავდასხმის შანსი. გუშინ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი ხელისუფლების სათავიდან სადამ ჰუსეინის ჩამოცილება.