არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების ინსტიტუტის” დარბევა. ამ ინციდენტს ჩვენს გადაცემებში არაერთხელ შევხებივართ. დღეს კი გაგაცნობთ შეერთებული შტატების გაზეთ ”ქრისჩენ საიენს მონიტორში” 24 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელსაც ავტორმა, კენ სტირმა ასეთი სათაური შეურჩია: ”პოსტსაბჭოთა საქართველო დემოკრატიის ძიებაში”.
წერილი იწყება ”თავისუფლების ინსტიტუტის” (ავტორის სიტყვებით, საქართველოში ”ადამიანის უფლებათა დამცველი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის”) დარბევის მოკლე აღწერით, რომელსაც მოჰყვება ”ჰიუმან რაიტს უოჩის” წარმომადგენლის, ელიზაბეთ ანდერსენის შეფასება: ეს არის ადამიანის უფლებათა დამცველებზე ერთ-ერთი ყველაზე ვერაგული თავდასხმა, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ოდესმე გვინახავსო.
სტატიის ავტორი იშველიებს, აგრეთვე, ქართველი მიმომხილველების შეფასებას, რომ 10 ივლისის ინციდენტი მიანიშნებს მთავრობის გარკვეული ძალების მზადებაზე კრიტიკული აზრის ჩასახშობად: როგორც ცნობილია, ”თავისუფლების ინსტიტუტი” ამხელს კორუფციას და, დასავლეთზე ორიენტირებულ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ემხრობა რეფორმების განხორციელებას. ამ როლის გამო არასამთავრობო სექტორი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია დემოკრატიული, პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. მაგრამ ბოლო წლების არაერთი მოვლენა ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა არც კრიტიკას იღებს და არც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნავს. თუმცა, გაზეთი იქვე აღნიშნავს, რომ 10 ივლისის თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც დაგმო.
იმის დასტურად, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, ამერიკელ ჟურნალისტს რამდენიმე ინციდენტი მოჰყავს, მათ შორის შარშან, შემოდგომაზე, უშიშროების ძალების შეჭრა დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ში”, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
”თავისუფლების ინსტიტუტმა” – განაგრძობს კენ სტირი, – რომელიც დაახლოებით ისევე საქმიანობს, როგორც ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირი, დიდი წვლილი შეიტანა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებაში. მაგრამ პრესის თავისუფლებას, თუ ბოლოდროინდელ სამთავრობო ინიციატივებს გავითვალისწინებთ, ინსტიტუტის თანამშრომელთა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მტკიცებით, საფრთხე ემუქრება. კერძოდ, ისინი ასახელებენ შეთავაზებულ დამატებებს, რომლებიც ცილისწამებას ისევ სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევდა და მთავრობის მოხელეთა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის სასჯელს ხუთწლიან პატიმრობამდე გაზრდიდა.”
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, აგრეთვე, რომ მთავრობა ცდილობს, ხელთ იგდოს მათზე და მათი დაფინანსების წყაროებზე კონტროლის ბერკეტები. პრეზიდენტმა შევარდნაძემ საჯაროდ სცადა, დაესაბუთებინა ამგვარი კონტროლის დაწესების აუცილებლობა, განაცხადა რა, რომ უნდა გამოირიცხოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ტერორისტთა კავშირის ყოველგვარი შესაძლებლობა.
თავისი წერილის ბოლო მონაკვეთს ”ქრისჩენ საიენს მონიტორის” კორესპონდენტი საქართველოში რელიგიური თავისუფლების საკითხს უთმობს. მისი თქმით, ბოლო ორწელიწადნახევრის მანძილზე აღრიცხულ იქნა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებზე განხორციელებული ასზე მეტი თავდასხმა. ძალადობის აღსაკვეთად მთავრობას არაფერი უღონია და არც ვინმე დაუპატიმრებიაო, აღნიშნავს კენ სტირი და დასძენს, რომ თავდასხმების უდიდესი ნაწილის ობიექტი იეღოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანებაა. ჟურნალისტი იხსენებს 15 ამერიკელი სენატორის მიერ ედუარდ შევარდნაძისადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც ავტორები საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეთა რელიგიური უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.
სტატიის დასასრულს კენ სტირს მოჰყავს ”თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლის გიგა ბოკერიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ”იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო ნათელ წარმოდგენას შეიქმნის ამ რეჟიმის შესახებ და მიხვდება, რომ იგი სწორი მიმართულებით არ მოძრაობს” – გიგა ბოკერიას ამ სიტყვებით ამთავრებს თავის სტატიას ”ქრისჩენ საიენს მონიტორის” კორესპონდენტი.