"ნორმალური" ამ შემთხვევაში ნიშნავს ცივილიზებული ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსს და მასთან შესაბამისს. გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველოს კანონები ცუდი არ არის; ცუდი ისაა, რომ მათი უმრავლესობა არ სრულდება.
როგორი იქნება კანონმდებლობის იგნორირების პოლიტიკური შედეგი?
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის კანონმდებლობა ძირფესვიანად შეიცვალა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1995 წლის მოწვევის პარლამენტმა. ოთხ წელიწადში 800-მდე კანონი იქნა მიღებული, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული კოდექსი, კანონი მეწარმეთა შესახებ, კანონი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ, შეიქმნა ახალი საკანონმდებლო ბაზა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროში.
კანონმდებლობის ხარისხს ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ. ყველა თანხმდება, რომ კონსტიტუციის მეორე თავი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს განსაზღვრავს, სრულად შეესაბამება ცივილიზებულ სტანდარტებს. დადებითად ფასდება ახალი სამოქალაქო კოდექსიც. სამაგიეროდ, დღემდე საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევს საგადასახადო კოდექსი. თანაც, საგადასახადო სფეროს კანონმდებლობა არასტაბილურია და მეტისმეტად ხშირად იცვლება. თავის მხრივ, ნებისმიერი კანონის რომელიმე პუნქტის მოულოდნელად შეცვლა ყოველთვის გამოწვეულია ინტერესთა ჯგუფის მხრიდან საკითხის ლობირებით. გამოდის, არცთუ იშვიათია მცდელობა, რომ, კანონის გვერდის ავლის ნაცვლად, მოხდეს კანონის შესაბამისი ნორმის კორექცია. ასეთ ცვლილებებს პარლამენტი, ტრადიციულად, საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს იღებს, შუაღამისას, როდესაც საღი აზრი მიძინებულია.
ამგვარი მაგალითების მიუხედავად, კანონის შეცვლა მაინც ფრაგმენტულ ღონისძიებად უნდა მივიჩნიოთ; გაცილებით ტოტალურ ხასიათს ატარებს კანონის უგულებელყოფა. კონსტიტუციის თანახმად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, პარლამენტმა კი უნდა აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონის შესრულება. თუკი მთავრობა ზედმიწევნით აღასრულებდა და დაიცავდა კანონს, ქვეყანას კორუფცია არ შეჭამდა, ხოლო დამნაშავე დაისჯებოდა. ახლა კი ხელისუფლება წარმოადგენს სამკუთხედს, რომლის სამივე კუთხე კანონს მიღმა ცხოვრობს: პარლამენტი ვერ და არ აკონტროლებს მთავრობას, რითაც თავადვე არღვევს კანონს. გაუკონტროლებელი მთავრობა კორუფციის ხელშემწყობ დაუწერელ კანონებს აღასრულებს, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღსრულება ევალება. წარმოიქმნება არსებულ კანომდებლობასთან შეუსაბამობა, ანუ კრიმინალი, რაც, კანონის თანახმად, დასჯადია. კრიმინალი არსებობს, დასჯით კი არავინ ისჯება. სასამართლო, რომელსაც შეუძლია და ევალება სამართლის აღსრულება, უსუსურია გლობალური კრიმინალის წინაშე. სასამართლო, როგორც სახელისუფლო სამკუთხედის მესამე კუთხე (პარლამენტსა და მთავრობასთან ერთად), ნებსით თუ უნებლიეთ, ჩათრეულია მოჯადოებულ სამკუთხედში: რაკი ვერ სჯის კრიმინალს, თავადაც კრიმინალის მონაწილე ხდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კორუფცია გულისხმობს სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირთა მონაწილეობას უკანონო გარიგებებში; იმავდროულად, თუ გავითვალისწინებთ კორუფციის მასშტაბს საქართველოში, ცხადი გახდება, თუ რატომ არ სრულდება ჩვენს ქვეყანაში კანონები და როგორ გადაიქცევა სახელისუფლო სამკუთხედი კრიმინალურ სამკუთხედად.
არანაკლებ მძიმე ვითარება იქმნება იმის გამო, რომ კანონსმიღმა ცხოვრობს საზოგადოების დიდი ნაწილიც, რადგან სწორედ ასეთია შეკვეთა "ზემოდან". დავუშვათ, რომელიმე სილამაზის სალონის მეპატრონეს "შავი" გადასახადი თითქმის იმდენივე უჯდება, რამდენიც გადასახადის გათეთრების შემთხვევაში დაუჯდებოდა. მაგრამ მას არ სურს პრობლემები შეექმნას საგადასახადო სამსახურთან, რომელსაც ხელს აძლევს სწორედ "შავი" ანგარიშსწორება. ამიტომ სალონის მეპატრონე ყაბულდება თამაშის შემოთავაზებულ წესს და თავის გადასახდელ თანხას კანონის გვერდის ავლით იხდის. ამით იგი იცავს საკუთარ ბიზნესს, მაგრამ კრიმინალის მონაწილე ხდება.
ბუნებრივია, კანონსმიღმა ცხოვრებას მით მეტი სარგებელი მოაქვს, რაც მაღალია ამა თუ იმ პირის ადგილი სახელისუფლო იერარქიაში. საზოგადოების რიგითი წევრისთვის კი კრიმინალში მონაწილეობა გაცილებით დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე მოგებასთან. შესაბამისად, კანონსმიღმა ცხოვრება კეთილდღეობის გარანტიას უქმნის მხოლოდ ხელისუფლებას, საზოგადოება კი ამ პროცესში იძულებით არის ჩათრეული. საფიქრებელია, რომ, ადრე თუ გვიან, ხელისუფლება ამ ძალადობის პასუხს საარჩევნო აგრესიით მიიღებს. შემთხვევითი არ იყო, რომ 2 ივნისს არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ ხმა მისცა სწორედ ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის წინააღმდეგ.