დასრულდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისის რეორგანიზაცია. ახალი ტიპის პოლიტიკური სტრუქტურა ლიდერისა და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციების მკვეთრ ურთიერთგამიჯვნას ითვალისწინებს. ცენტრალური ოფისის პარალელურად, რეფორმები თბილისისა და რეგიონალურ ორგანიზაციებშიც დაიწყება, რის შემდეგაც პარტია სექტემბრიდან ოფიციალურად შეუდგება საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.
საერთაშორისო რესპუბლიკური პარტია მსოფლიოს 35 ქვეყანაში მოღვაწეობს და ამ ქვეყნების პოლიტიკურ სპექტრში დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს. საქართველოსა და ამიერკავკასიაში ინსტიტუტი 1998 წლიდან საქმიანობს. ამ ხნის მანძილზე გამართული არაერთი სემინარისა და ტრენინგის პარალელურად, ინსტიტუტი ინდივიდუალურ კონსულტაციებს საკუთრივ პოლიტიკურ პარტიებსაც უწევს, იქნება ეს არჩევნებისათვის მზადება, სტრუქტურული რეორგანიზაცია თუ მთელი რიგი მიმდინარე საკითხები. როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში ჯოშუა როზენბლუმი განმარტავს, ინსტიტუტის პარტნიორთა შორის უდავოდ შეიძლება დადებითი ნიშნით გამოიყოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც ამ დღეებში პარტიის ცენტრალური ოფისის ჩამოყალიბებისა და პარტიის სტრუქტურის ევროპულ-ამერიკულ ყაიდაზე რეორგანიზების შესახებ ამცნო საზოგადოებას. რეფორმისა და რეორგანიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარტიის გენერალური მდივანი ბაჩუკი ქარდავა განმარტავს, რომ რეფორმირების პირველ ეტაპზე მოხდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების ფუნქციათა ახლებური გადანაწილება: პარტიის უმაღლესი აღმასრულებელი თანამდებობის პირია გენერალური მდივანი, რომელიც მთავარი კომიტეტის მიერ მიღებული ავტონომიური გადაწყვეტილებების რეალიზებას ახდენს; ლიდერი კი, როგორც პარტიის სახე, ძირითადად, პარტიის პოლიტიკურ პოზიციას წარმოაჩენს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში ჯოშუა როზენბლუმი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის ბაჩუკი ქარდავას უშუალო კონსულტანტია, რასაც ბატონი ქარდავა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს. რა შედეგებს მოუტანს პარტიას ეს თანამშრომლობა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში, ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც ბატონი ჯოშუა აზუსტებს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სავალდებულო 7 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს უსათუოდ გადალახავს, რაშიც მას ამერიკის რესპუბლიკური პარტიისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ პარტიისათვის აქტიურად რეკომენდებული საარჩევნო ტექნოლოგიებიც წაადგება. ამ ტექნოლოგიების მიხედვით, რეფორმირების მეორე ეტაპზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან პარტიის საარჩევნო კამპანიაში უნდა ჩაერთოს არა მარტო პარტიის წევრი, არამედ ამომრჩეველიც, რომელსაც პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების უფლებაც კი ეძლევა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დახმარებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პოლიტიკური იმიჯის რეაბილიტაციის საკითხებზეც იმუშავებს.