ავღანეთის ქალაქ ხოსტის აეროდრომს, სადაც შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები არიან დაბანაკებული, დღეს, ნაღმსატყორცნით, ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა იმის დადგენა, საიდან წარმოებდა სროლა. ავღანეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო ნაწილები გაძლიერებული მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს, რადგან არსებობს მათზე თავდასხმის საშიშროება შეერთებული შტატების ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღის წინა პერიოდში. ეს დღე 4 ივლისს აღინიშნება. აღმოსავლეთ ავღანეთში ამერიკელმა სამხედროებმა იარაღის დიდი სამალავი იპოვეს.