ავთანდილ ჯორბენაძემ, როგორც სახელმწიფო მინისტრმა, მთავრობის ზოგიერთი წევრის შეცვლა მოითხოვა; ხოლო ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ვიდრე იგი პრეზიდენტია, ავთანდილ ჯორბენაძეს გვერდიდან არ მოიშორებს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომ ის ბერკეტები, რომლებიც არა და არ დაუთმო ზურაბ ჟვანიას, ახლა ერთბაშად გადააბაროს ავთანდილ ჯორბენაძეს. შესაბამისად, ჯორბენაძე იქნება სახელმწიფო მინისტრიც - თავისი სამთავრობო გუნდით - და სახელისუფლო პარტიის თავმჯდომარეც. თანაც, ამ ორივე პოსტს იგი მანამ შეინარჩუნებს, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის პრეზიდენტად რჩება.
რატომ დაუთმეს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე შემთხვევით მოხვედრილ ავთანდილ ჯორბენაძეს ის, რაც ვერ მოიპოვა შვიდი წლის განმავლობაში კონსტიტუციური იერარქიის მეორე პირმა - ზურაბ ჟვანიამ?
პრეზიდენტის და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის ურთიერთობიდან ორი სავარაუდო დასკვნა გამომდინარეობს. პირველი: ედუარდ შევარდნაძე ავთანდილ ჯორბენაძის გაძლიერებას საკუთარი სახელისუფლო სივრცის შეზღუდვად არ აღიქვამს. ან, მეორე: მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტის შეთავაზებით, ისევე როგორც მთავრობის წევრების შეცვლით, პრეზიდენტი ჯორბენაძის გაძლიერებას სულაც არ გეგმავს. სხვათა შორის, ეს ორი ვერსია ერთმანეთს ხელს არ უშლის და გამორიცხული არც მათი თანაარსებობაა.
ის ფაქტი, რომ ჯორბენაძე პრეზიდენტის ურჩობას არ აპირებს, თითქმის უეჭველია. თუმცა ამ კალაპოტშიც კი წარმოუდგენელია, რომ ედუარდ შევარდნაძემ ვინმეს, თუნდაც უაღრესად ერთგულს, თავისი ძალაუფლება რეალურად გაუნაწილოს. ამიტომ დასაფიქრებელია, რად ღირს ის ბერკეტები, რომლებიც ასე გულუხვად მიიღო სახელმწიფო მინისტრმა ბოლო დღეების განმავლობაში?
შესაფასებლად ყველაზე ადვილი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტია. როგორც არჩევნებმა დაადასტურა, ამ პარტიის რეიტინგი ამომრჩეველთა ერთი-ორი პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ყველა ლაქა და ტალახი, რომელიც კი პარტიის სახელს დაედო მისი შექმნის დღიდან, ამიერიდან პირდაპირ გადავა ავთანდილ ჯორბენაძის პოლიტიკურ ანფასზე. რაც შეეხება პარლამენტს და ჯორბენაძის უმრავლესობას: სამი ფრაქციის ალიანსი ოფიციალურ უმრავლესობას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან არითმეტიკული ფაქტორი ამის საშუალებას არ იძლევა. დღემდეც ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რომ 118 ხმით გადასაწყვეტ საკითხებს უსათუოდ დასჭირდება ასლან აბაშიძის მომხრეთა ხმები. უმრავლესობით გავა მხოლოდ ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჯორბენაძე და აბაშიძე მოილაპარაკებენ. ასე რომ, ეს უმრავლესობა ზუსტად იმდენადვეა ჯორბენაძის, რამდენადაც აბაშიძის.
რაც შეეხება მთავრობის საკუთარი გუნდით დაკომპლექტებას. ჯორბენაძის ძალაუფლების ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ მისთვის სანდო სამთავრობო გუნდია. როდესაც ჟვანია პრემიერ-მინისტრის პოსტს და გუნდურ კაბინეტს ითხოვდა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საზოგადოებას აღმასრულებელი ხელისუფლების ძირფესვიან შეცვლას ჰპირდებოდა: კორუფციული პირამიდების ნგრევას, კლანური მმართველობის მოშლას და რეალურ რეფორმებს. რამდენად განხორციელებადი იყო ჟვანიას და მისი გუნდის გეგმები, დღემდე საეჭვოდ და გამოცანად რჩება, თუმცა მაშინ სისტემური ცვლილებების პირობა საჯაროდ დაიდო.
ავთანდილ ჯორბენაძეს საზოგადოებისთვის არ აუხსნია, რას აპირებს მისთვის სანდო სამთავრობო გუნდთან ერთად. მან ღიად დაასახელა ერთადერთი მოტივი: მთავრობაში არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვაგან იყურებიან. მაგრამ რას გეგმავს სახელმწიფო მინისტრი იმათთან ერთად, ვინც თვალს მხოლოდ მას მიაპყრობს, - უცნობია. ჯორბენაძე არც კორუფციული პირამიდის ნგრევაზე საუბრობს და არც კლანური მმართველობის მავნე შედეგზე. დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებას კი, მაღალი და დაბალი რანგის ჩინოვნიკებიანად, საზოგადოება არ ენდობა.
წინა სახელმწიფო მინისტრები გაზრდილი ძალაუფლების გამო პასუხისმგებლობას გადაჰყვნენ. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან კორუფციის მანქანა ხორცის საკეპ მანქანას ჰგავს: არავის ინდობს და საშველს არავის უტოვებს. ასე რომ, არსებული სისტემის ფარგლებში, რაც მეტია ძალაუფლება, მით მეტად გარდუვალია მარცხი. ჯორბენაძე სისტემის შეცვლას არ გეგმავს, ძალაუფლებას კი იმატებს და იმატებს. რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, ალბათ, თავად სახელმწიფო მინისტრსაც აეჭვებს. პრეზიდენტის რეალური სამომავლო გეგმები მეტად და მეტად ბუნდოვანია.