საპარლამენტო უმრავლესობად სწორედ ის ძალა იწოდება, რომელიც 118 ხმას აგროვებს. ჰყავს თუ არა დღეს პარლამენტს უმრავლესობა? ამ შეკითხვას კონსულტაციებში მონაწილე ფრაქციები უარყოფითად უპასუხებენ, რის გამოც პარლამენტის წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ ახალ პოლიტიკურ ერთობას "მორცხვი უმრავლესობა" შეარქვა.
პარლამენტარი ქალბატონი ელენე თევდორაძე ერთადერთი აღმოჩნდა ძველი უმრავლესობის წევრებს შორის, რომელმაც განვლილ წლებში დაშვებული შეცდომები აღიარა და ახალ უმრავლესობას სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ქალბატონი ელენესთვის არავის მოუთხოვია დაკონკრეტება - რას გულისხმობდა იგი ძველი უმრავლესობის შეცდომებში. თუმცა პარლამენტართა იმ ნაწილს, რომელსაც პოლიტიკური მეხსიერება არ ღალატობს, წესით, კარგად უნდა ახსოვდეს, თუ როგორ განაწილდა პოსტები 1999 წელს. ახალ, "მორცხვ" უმრავლესობას არაფერი ჩაუდენია ისეთი, რისი ტრადიციაც თავის დროზე ძველი, "მორჩლი" უმრავლესობის მიერ არ იყო შექმნილი.
1999 წელს საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა ედუარდ შევარდნაძეს მეორე ვადითაც აირჩევდა, დაპირების თანახმად, პრეზიდენტს მთლიანად უნდა გარდაექმნა ქვეყნის ცხოვრება. მაგრამ თუ ხელისუფლების განახლება სერიოზულად იყო დაგეგმილი, ცხადია, ეს პროცესი პარლამენტიდან უნდა დაწყებულიყო. რადგან თუკი 1999 წლის ბოლოს კომიტეტებში ისევ ძველ თავმჯდომარეებს დააბრუნებდნენ, 2000 წლის გაზაფხულზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მათი შეცვლა პროცედურულად გაძნელდებოდა. და მაინც, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო: საპარლამენტო კომიტეტების ძველი თავმჯდომარეები საკუთარ კაბინეტებს თითქმის უცვლელად დაუბრუნდნენ.
ამას მეორე პროცესი მოჰყვა: საზოგადოების თვალწინ ურცხვად შეიქმნა ორი ახალი კომიტეტი მხოლოდ იმისათვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ამბიციები უყურადღებოდ არ დარჩენილიყო. სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ჩაბარდა ლევან მამალაძის თანამებრძოლს - გელა კვარაცხელიას, ხოლო მთიანი რეგიონების კომიტეტი პირადად თენგიზ გაზდელიანისთვის შეიქმნა.
მაშინ ზურაბ ჟვანია პრეზიდენტთან ერთად წყვეტდა საპარლამენტო თანამდებობების ბედს. წესით, პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ მაშინ უნდა მიმხვდარიყო, რა ელოდა ქვეყანას უახლოესი წლების განმავლობაში და, იქნებ, სწორედ მაშინ უნდა გადამდგარიყო. მაგრამ მოქალაქეთა კავშირი გამარჯვების ეიფორიაში იყო ჩაფლული და, როგორც ჩანს, ჟვანიასაც გული სავსე ჰქონდა მადლობის გრძნობით შევარდნაძის მიმართ. ასე რომ, პარლამენტში არა მხოლოდ ძველი თანამდებობის პირები დაბრუნდნენ, არა მხოლოდ ახალი კომიტეტები ჩამოყალიბდა, არამედ - დამატებით - მეხუთე ვიცე-სპიკერის პოსტიც შეიქმნა უმცირესობის "მოსაშინაურებლად".
ფაქტობრივად, ძველი უმრავლესობა მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით და პრეზიდენტის კარნახით. ზუსტად ამავე გზას გადის ახალი უმრავლესობაც. პარლამენტში თანამდებობების ხელახალი გადანაწილება ახლაც იმგვარადვე შეესაბამება პრეზიდენტის და მთავრობის სამომავლო გეგმებს, როგორც ძველ დროში, 1999 წელს.
მაგრამ, ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად უსათუოდ სჭირდება სტრატეგიული მოკავშირე ან ზურაბ ჟვანიას, ან ასლან აბაშიძის სახით. რადგან იმ ძალების გარეშე, რომლებსაც ეს ორი პოლიტიკური ფიგურა აკონტროლებს, პარლამენტში 118 ხმა, უბრალოდ, არ გროვდება. კომიტეტების ახლებურად გადანაწილება შესაძლებელი აღმოჩნდა მხოლოდ იმის გამო, რომ პროცესში "აღორძინება" ჩაერთო და ორი კომიტეტიც მიითვალა, მათ შორის - იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალოვან უწყებებს აკონტროლებს.
მეორე მხრივ, იმის გამო, რომ არც შევარდნაძეს და არც აბაშიძეს ხელს არ აძლევს საერთო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დღეს არსებული არაოფიციალური უმრავლესობა ოფიციალურად არასოდეს გაფორმდება. მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორიც: ახალ საპარლამენტო ერთობას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. იმის გამო, რომ უმრავლესობა პოლიტიკურად და მსოფლმხედველობრივად არაერთგვაროვანია, მას ჯორბენაძის ფაქტორი ადუღაბებს და, შესაბამისად, იქვემდებარებს. საკონსტიტუციო ნორმა, რომ პარლამენტმა ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას, დღეს აყირავებულია: მთავრობა თავად აკონტროლებს პარლამენტს. ეკლექტური უმრავლესობა არც გუნდური პასუხისმგებლობის მინისტრთა კაბინეტს მოითხოვს და არც ადგილებს მთავრობაში. ერთადერთი, ვისაც ამ ახალი სახელისუფლო ჰარმონიის შიგნიდან ნგრევა ხელეწიფება - ასლან აბაშიძეა. ამიტომაც მიიღო მან ტორტის ყველაზე მსუყე ნაჭერი. "მორცხვი" უმრავლესობა, თავისი არსით, ჯორბენაძე-აბაშიძის "მორცხვი" და ფარული კავშირის ნაყოფია.