მსმენელისთვის, ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რა მოხდა კოდორის ხეობაში. მხოლოდ მოკლედ გეტყვით: 12 აპრილს რუსეთის სამშვიდობო ძალებმა კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში, საქართველოს მხარესთან და გაეროს მისიასთან შეუთანხმებლად, 80-კაციანი დესანტი გადასხა. თბილისის კატეგორიული მოთხოვნისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად რუსეთი იძულებული შეიქნა, მშვიდობისდამცველები მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაებრუნებინა. ჯეფრი სილვერმანის წერილში ყურადღება სწორედ ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეა გადატანილი.
კოდორის ინციდენტიდან ჯეფრი სილვერმანს ასეთი დასკვნა გამოაქვს: რუსეთს, როგორც ჩანს, აინტერესებს, რამდენად შეძლებს საქართველოზე საკუთარი გავლენის გაფართოებას ისე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა თუ შეერთებული შტატების წინააღმდეგობა არ გამოიწვიოს. ავტორის თქმით, გაერო აშკარად მოწადინებულია, დააკნინოს კოდორის ინციდენტის მნიშვნელობა; ინციდენტისა, რომელსაც სილვერმანი რუსეთის მიერ საქართველოს “საზღვრის დარღვევას” უწოდებს.
ეხება რა თბილის-ვაშინგონის სამხედრო თანამშრომლობის თემას, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების ჩასვლას ზოგი აფხაზეთისა თუ სამხრეთი ოსეთის ძალით დაბრუნების გეგმას უკავშირებს; თუმცა იქვე დასძენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეცა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გზით აპირებენ.
ამ საკითხზე ჯეფრი სილვერმანი ესაუბრა საქართველოში გაეროს მისიის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს დომინიკ ინჯუჯიანს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც იხმაროს ძალა თავისი სეპარატისტული რეგიონების მოსარჯულებლად, და ეს ნაბიჯი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გაამართლოს, დომინიკ ინჯუჯიანმა აღნიშნა, რომ გაეროს არ მოეპოვება აფხაზეთში ტერორისტთა ყოფნის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.
“იურეიჟა ვიუს” მიმომხილველი ეხება საქართველოს მისამართით რუსეთის მიერ არაერთგზის გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს ოფიციალური თბილისი დახმარებას უწევდეს ჩეჩენ მეამბოხეებს. ამ კონტექსტში ავტორი იხსენებს გენერალ ტრისტან წითელაშვილის გარშემო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “60 წუთის” მიერ ატეხილ ხმაურს. როგორც ამ პოპულარული გადაცემის ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა ჯეფრი სილვერმანს უთხრა, წითელაშვილს ხელი ადამიანთა გატაცებებშიც ურევია. თუმცა, იმავე გოგიჩაიშვილის მტკიცებით, წითელაშვილის საქმის გამოძიებით ჯერჯერობით არც ერთი სამთავრობო სტრუქტურა არ დაინტერესებულა.
უბრუნდება რა გავლენის სფეროებისთვის ბრძოლის საკითხს, სტატიის ავტორი იხსენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის სიტყვებს, რომელიც მან 26 მარტს საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტს უთხრა: ერთადერთი, რამაც ამერიკელების ჩამოსვლას შეიძლება ხელი შეუშალოს, არის რუსეთის პროვოკაცია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში ან პანკისის ხეობაშიო.