ეს სიუჟეტი ბატონი ჯანსუღის ხსოვნას ეძღვნება. პირობითად ამ სიუჟეტს “ერთი სიმღერის თავგადასავალი” შეიძლება ეწოდოს. იგი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სიმღერა “მთაწმინდის მთვარე”, რომელიც ამ დღეებში ასე ხშირად გაისმის მთელი საქართველოს ტელევიზორებიდან თუ რადიომიმღებებიდან.
ბევრმა, შესაძლოა, არც იცოდეს, რომ თანამედროვე ჯაზური მუსიკის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა, წარმოშობით პოლონელმა ნორვეგიელმა საქსოფონისტმა იან გარბარეკმა ჯანსუღ კახიძის ეს სიმღერა თავის ალბომ “რიტუალებში” შეიტანა. ალბომის გამოსვლისთანავე, 1998 წლის ნოემბერში, ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით ბატონ ჯანოს, რომელიც იმ დროს გერმანიაში იყო. მივულოცეთ მისი ახალი ნაწარმოების მსოფლიო სარბიელზე გასვლა და ვთხოვეთ, ჩვენთვის ამ სიმღერის “თავგადასავალი” მოეთხრო. ვიდრე ამ საარქივო ჩანაწერს მოგასმენინებდეთ, გთავაზობთ ალბომ “რიტუალების” ბუკლეტში დაბეჭდილ ტექსტს, რომელშიც იან გარბარეკი ჯანსუღ კახიძის სიმღერისგან მიღებულ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.
“ამ ნაწარმოების მოსმენამ ჩემზე თავიდანვე ისეთი დიდი ემოციური ზემოქმედება მოახდინა, რომ, დამთავრდა თუ არა, სპონტანურად ვიკითხე: ხომ არ შეიძლება ჩემს ალბომში ამ სიმღერის შეტანა-მეთქი? წმინდა სილამაზესთან ერთად იგი ჩემთვის რამდენიმე დონეზე გამოდგა ახლობელი. რაღაც იყო ხმის ტემბრში და სიმღერის უშუალო, არამანერულ სტილში, რამაც ასე ძლიერ მომაგონა, როგორ მიმღეროდა ხოლმე ჩემს ბავშვობაში მამაჩემი. თვით იმ ფაქტმაც, რომ სიმღერა ჩემთვის გაუგებარ ენაზე სრულდებოდა, გამახსენა, რომ მამაჩემი ხშირად მღეროდა თავის მშობლიურ, პოლონურ ენაზე, რომელიც, სამწუხაროდ, არასოდეს მისწავლია. მიუხედავად ამისა, ცხადზე უცხადესად აღვიქვი სიცოცხლის გამო სიხარული და მადლიერება, რომელსაც ეს შესრულება ასხივებს. მაშინვე დავიწყე რაციონალური გამართლების ძიება იმისთვის, რომ ეს სიმღერა ჩემს ალბომში ჩამერთო. ვიფიქრე, რომ ჩემს კომპოზიციას “ჩვენ ვარსკვლავები ვართ” შეიძლებოდა შესაფერისი დამაკავშირებლის როლი ეთამაშა. მას ასრულებენ ახალგაზრდა, ცხოვრების საწყის ეტაპზე მყოფი ბიჭები, რომელთაც, ერთი ლექსისა არ იყოს, “მთის დანახვაც კი არ აშინებთ”; და ამის შემდეგ ჰარმონიის ბედნიერი შეგრძნება კახიძის მოწიფულ ხმაში, შეგრძნება იმისა, რომ მთაზე ახვედი და იქიდან ჰორიზონტს გასცქერი. “ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი” – მღერის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი კახიძე და ჩემი ცხოვრების იმ ეტაპს განასახიერებს, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს. თუმცა, თავი დავანებოთ ფილოსოფოსობას. ბატონ კახიძეს მივმართეთ და ვთხოვეთ ნებართვა, მისი კომპოზიცია, ჩემების გვერდით, ალბომ “რიტუალებზე” მოგვეთავსებინა. და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მისი დადებითი პასუხი მივიღეთ. ბოლოს და ბოლოს, გულიდან ამოსულ სიმღერას რად უნდა სხვა გამართლება?”
იან გარბარეკის ამ მართლაც გულიდან ამოსულ სიტყვებს დავძენ, რომ ალბომი “რიტუალები” გამოსცა მიუნხენის კომპანია ECM-მა, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მანფრედ აიხერი, თბილისში ყოფნისას გაეცნო სიმღერას “მთაწმინდის მთვარე”. ახლა კი გთავაზობთ ჩანაწერს რადიო “თავისუფლების” არქივიდან. მოგითხრობთ ჯანსუღ კახიძე:
იხ. აუდიოვერსია.