გაეროს ლტოლვილთა უზენაესმა კომისარიატმა დაიწყო ბოლო ხანს გავრცელებული ცნობების გამოძიება, თითქოს დასავლეთ აფრიკაში აღინიშნა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლების მიერ ბავშვებისა და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევები.
ლტოლვილთა უწყების წარმომადგენლის თქმით, ამ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პირი უმკაცრესად დაისჯება. გასულ კვირაში გავრცელდა ცნობები, რომ 40-მდე ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები, ისევე, როგორც სამშვიდობო ძალების მოსამსახურეები, ფულისა და სურსათის სანაცვლოდ, სექსუალურ სამსახურს ითხოვდნენ ბავშვებისგან, რომლებიც ლიბერიაში, გვინეასა და სიერა ლეონეში არსებულ ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ.