Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთი კომუნისტურური პერიოდის საიდუმლო სამსახურების საქმეების საზოგადოებისთვის გახსნას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე გასულ კვირაში ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო კანონპროექტი კომუნისტური საიდუმლო სამსახურების საქმეების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის შესახებ.


ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩეხებს ჰქონდათ უფლება გასცნობოდნენ საკუთარ საქმეებს. ახალი კანონპრექტით ჩეხეთის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა, შეეძლება ყოფილი საიდუმლო პოლიციის თანმშრომლებისა და დამბეზღებლების საქმეებში ჩახედვა. დოკუმენტები რომლებიც ქვეყნის უშიშროების ინტერესებს შეეხება ან ვინმეს სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს არ გაიხსნება.

ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა და სადაზვერვო სამსახურები არ მიესალმა ამ კანონპროექტს. მათი აზრით, ის "ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების კანონს" ეწინააღმდეგება.

ახალი კანონპრექტი უნდა დაამტკიცოს სენატმა და ის ძალაში შევა პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის ხელმოწერის შემდეგ. მაგრამ რაში მდგომარეობს ახალი კანონი სავსებით ნათელი არ არის. გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი, შარშან აგვისტოში სენატის მიერ მოწონებული ვერსია. მას მერე კი კანონპროექტში შესწორებები შეიტანეს.

ადამიანი, რომელიც აგებს პასუხს კომუნისტური ერის საიდუმლო სამსახურის საქმეებზე, იან ფროლიკი ფიქრობს, რომ კანონმდებლებმა არც კი იცოდნენ კანონპრეოექტის შინაარსი, როცა უყარეს მას კენჭი. ჩვენს რადიოსთან საუბარში ფროლიკმა თქვა, რომ საბოლოო ვარიანტი არც მას უნახვავს.

ფროლიკი არ არის ერთადერთი, რომელსაც არ გააცნეს ახალი კანონპროექტი. კომუნიზმის ბოროტმოქმედების გამოძიებისა და დოკუმენტაციის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პაველ ბრეტი ამბობს, რომ ინსტიტუტს არ მიუღია კანონპროექტის შესწორებული ვარიანტის ასლი შესაფასებლად, როგორც ეს მოხდა 1996 წლის კანონის შემთხვევაში. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სთხოვა ხსენებულ ინტსტიტუტს გამოეთქვა აზრი და კიდევაც გაითვალიწინა მისი რეკომენდაციები. ბრეტი თვლის რომ საბოლოო სიტყვა საიდუმლო პოლიციის რეპრესიების მსხვერპლთ.უნდა ეკუთვნოდეს.

ფროლიკის თქმით, 1996 წლის შემდეგ დაახლოებით 3 ათასი ადამიანი - მსურველთა რიცხვის 10 პროცენტი - გაეცნო საკუთარ საქმეს. ზოგიერთი საქმე უკვე აღარ არსებობს, ზოგიერთი მთხოვნელი კი არ დაუშვეს, ჩაითვალა რომ მათ საამისო უფლება არ ჰქონდათ.
ყოფილ დისიდენტებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა საქმეების შემდგომი გახსნის თაობაზე. პოლიტიკური კომენტატორი და ყოფილი დისტიდენტი, რომელსაც კომუნიზმის დაცემის შემდეგ მთავარობაში რამდენიმე თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, პეტრუშკა შუსტროვა თვლის, რომ საქმეების გახსნა საზოგადოებისთვის სასიკეთოა, რადგან საკუთარი წარსულის შესწავლა აუცილებელია.

დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ზდენეკ იცინსკი არ უჭერს მხარს კანონპროექტს. იცინსკი იყო ჩეხოსლავაკიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ყველა კონსტიტუციის ავტორი, 1960 წლიდან მოყოლებული. მაგრამ 1968 წელს საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ შუბლმაგარმა კომუნისტებმა ის ზედმეტად ლიბერალად ჩათვალეს, ხოლო საიდუმლო პოლიციამ ის "მტრულ ელემენტად" გამოაცხადა. იცინსკი თვლის, რომ საქმეების გაცნობა არაფერს არ მოუტანს საზოგადოებას, ვინაიდან იქ ბევრი ტყუილია.

მისი თქმით, ჩეხეთის კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების კანონი იცავს ჩეხეთის ყველა მოქალაქის პირად ცხოვრებას. მას მაგალითად არ სურს, რომ მის პირად საქმეში უცხომ ჩაიხედოს. მით უმეტეს რომ საიდუმლო პოლიციის საქმეები შეიცავს ტყუილებს ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ. იცინსკის თქმით, მას არა აქვს არაფერი საწინააღმდეგო, თუ საქმეებს ისტორიკოსები შეისწავლიან, მაგრამ არ თვლის საჭიროდ რომ ყვითელი პრესის ჟურნალიტებმა დაიკმაყოფილონ ცნობისმოყვარეობა.

ყოფილი დისიდენტი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირჟი დინსტბირი ფიქრობს, რომ ახალი კნონპროექი სასურველ შედეგს არ მოიტანს.

[დინსტბირის ხმა] "მე ვშიშობ, რომ ასეთი ფორმით საქმეებთან დაშვებას სკანდალური და არა წარსულთან შერიგების ან სიმართლის დადგენის ეფექტი ექნება. თუმცა საქმეები სიმართლესაც შეიცავს, ისინი სავსეა ტყილებით, მაბეზღარა მეზობლებისგან და სხვა ინფორმატორებისგან მიღებული გულისამრევი ინფორმაციით, ადამინებისგან, რომლებისც, როცა არ იცოდნენ რა დაეწერათ თხზავდნენ სისულეელებს. მე ვფირობ რომ მათში ჩახედვის უფლება უნდა მიეცეს ექსპერტებს, რომლებიც მართალისა და ტყუილის გარჩევენ. წინააღმდეგ შემთხვეაში ეს იქნება დამარცხებული სახელმწიფოს უშიროების სამახურის საბოლოო გამარჯვება, რომელიც კიდევ ერთხელ შეძლებს დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების სხვადასხვა წევრების შესახებ. მე წარმომიდგენია, რომ პირველები ვინც გაიქცევა ამ საქმეების გასაცნობათ ბულვარული გაზეთების ჟურნალისტები იქნებიან და არა მოქალაქეები, რომელთაც სიმართლე სწყურიათ."
დინსტბირს თვითონ ჯერ არ ჩაუხედავს საკუთარ საქმეში თუმცა 1990 წლის შემდეგ ამის საშუალება ჰქონდა.
[დინსტბირის ხმა] "რას ვიპოვი მე მასში? საუკეთესო შემთხვევაში იმას, რაც უკვე ვიცი პლიუს, შეიძლება, ერთი-ორი ადამინის სახელს, რომელთა შესახებ არ ვიცოდი, რომ ისინი მასმენდნენ მე."

ისევე როგორც 1996 წლის კანონი, ახალი კანონპროექტი არ აძლევს უცხოელებს მათ საქმეებში ჩახედვის უფლებას. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი შუსტროვა ამბობს, რომ ადამიანებისთვის, რომელთაც შესახებ ყოფილ საიდუმლო სამსახურებს საქმე ჰქონდა გახსნილი და რომლები დღეს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, საკუთარ საქმეებში ჩახედვის უფლების არ მიცემა სულელური ჩეხური ქსენოფობიის შედეგია და არაფერი აქვს საერთო უცხო სადაზვერვო სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან. ამ სამსახურებს საკუთარი ინფორმაციის წყაროები აქვთ და ჩვენს საქმეებში ჩახედვა არ სჭირდებათო, ამბობს შუსტროვა.
XS
SM
MD
LG