სხვა საქმეა, რომ თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, რამდენად მართებულია ეს ვერსია, რა კონკრეტული ფაქტები უმაგრებს მას ზურგს. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რემლერის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ კავკასიას და, კერძოდ, პანკისის ხეობას, რამდენიმე ათეული მოჯაჰედი აფარებს თავს. ახლა ამერიკელი დიპლომატის ამ სიტყვებს დასავლეთის პრესაც გამოეხმაურა. ბრიტანეთის გაზეთმა “გარდიანმა” 15 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა თავისი მოსკოველი კორესპონდენტის, იენ ტრეინორის წერილი, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება.
“გარდიანის” კორესპონდენტს ფილიპ რემლერის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “რაც შეეხება “ალ ყაიდას”: ჩვენი ინფორმაციით, ავღანეთიდან გამოიქცა და კავკასიაში შემოვიდა რამდენიმე ათეული მოჯაჰედინი. ვიცით, რომ რამდენიმემ თავი პანკისის ხეობას შეაფარა და ურთიერთობა აქვთ არაბ ტერორისტ ხატაბთან. მას, თავის მხრივ, კავშირი აქვს ოსამა ბინ ლადენთან. პანკისის ხეობა საქართველოსთვის ძალიან საშიში ადგილია და ყველაზე მეტად კრიმინალური კუთხით.”
იენ ტრეინორი აღნიშნავს, რომ თუ უწინ თბილისი უგულებელყოფდა მოსკოვის მოწოდებებს, აღეკვეთა საქართველოდან ჩეჩნეთში მებრძოლების, იარაღისა და ფულის დინება, ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის შედეგად მან, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა. ამ ცვლილების ერთ-ერთ ნიშნად “გარდიანის” კორესპონდენტი მიიჩნევს საქართველოს უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ამასწინანდელ აღიარებას, რომ პანკისის ხეობაში, ტერორისტული საქმიანობის ეჭვით, საუდის არაბეთისა და იორდანიის მოქალაქეები დააკავეს.
ყურადღებას იმსახურებს “გარდიანში” გამოქვეყნებული სტატიის ის მონაკვეთი, რომელშიც საუბარია საქართველოს თემაზე შეერთებულ შტატებში მოქმედ კვლევით დაწესებულებაში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტში, ახლახან ჩატარებულ ანალიზზე. გამოკვლევის თანახმად, “თუ საერთაშორისო ტერორიზმში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან სხვა იმგვარ საქმიანობაში ჩართული ჯგუფები, რომლებიც მთავრობის კონტროლს უფრთხიან, იძულებული შეიქნებიან, დატოვონ ავღანეთი და ახალი, სუსტმთავრობიანი ქვეყნები ეძებონ, მათი არჩევანი, შესაძლოა, საქართველოზე შეჩერდეს. უკანონო ბიზნესის საკეთებლად საქართველო რეგიონში ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა. და პანკისის ხეობა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აკონტროლებენ იქ ერთ რაიონს შეიარაღებული შენაერთები, თბილისიდან ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე”.
თავისი სტატიის ბოლოს “გარდიანის” კორესპონდენტი, იენ ტრეინორი, ისევ ფილიპ რემლერის ინტერვიუს უბრუნდება და ამერიკელი დიპლომატის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “ჩვენ გვაქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დახმარების გეგმა. პროგრამა წელს დაიწყო. მართალია, თითქოს ეს უშუალოდ ამ სფეროში დახმარება არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანი სამინისტროში კონტრტერორისტული ძალების შექმნაა”.