როცა მხარი დაუჭირა “ჩრდილოეთის ალიანსს”. იგივე შეიძლება ითქვას პირველ ომისშემდგომ კვირებზეც (საკმარისია გავიხსენოთ მისი წარმატებული შუამავლობა ბონში გამართული კონფერენციის მონაწილეებს შორის, რის გარეშეც მრავალ საკითხში ძნელად თუ მოხერხდებოდა თანხმობის მიღწევა).
მაგრამ ბოლო ხანს ირანის მისამართით სულ უფრო ხშირად გაისმის ბრალდებები, თანაც, სხვადასხვა მხრიდან. ერთ-ერთი მთავარი ბრალდება უკავშირდება გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ირანი თავშესაფარს აძლევს ავღანეთიდან გაქცეულ “ალ-ყაიდისა” და თალიბანის მებრძოლებს. არანაკლებ მძიმეა ბრალდება ავღანეთში მოქმედი ჯგუფების იარაღით მომარაგების შესახებ.
3 თებერვალს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა, ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონის ხელთ არსებული ინფორმაციით, ირანი თავის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას აძლევს “ალ-ყაიდის” წევრებს.
რამსფელდის განცხადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა თეირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი, ჰამიდ რეზა ასეფი, რომლის მტკიცებით, ირანი სრულად აკონტროლებს თავის 936-კილომეტრიან საზღვარს ავღანეთთან და, ესეც რომ არა, საკუთარ ტერიტორიაზე ალყაიდელების შეშვება თეირანის ინტერესებისთვის საზიანო იქნებოდა.
სამშაბათს, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამავე საკითხზე ისაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქამალ ხარაზიმ: [ქამალ ხარაზის ხმა] “თუ დატყვევებულ ალყაიდელებს მოეპოვებათ რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის საზღვარი დარღვეულ იქნა და თალიბანისა თუ “ალ-ყაიდის” წევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ცხოვრობენ, მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია და ჩვენ მოვუვლით ამ ხალხს: ირანში ცხოვრების საშუალებას არ მივცემთ.”
მიუხედავად ამ განცხადებებისა, ნეიტრალურ მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ირანი თავის საზღვარს სრულად ვერ აკონტროლებს. საკმარისია ითქვას, რომ დღე ისე არ გაივლის, ირანის რომელიმე პროვინციაში ავღანეთიდან შესული ნარკოტიკების დიდი თუ მცირე პარტია არ ამოიღონ. კარგად არის ცნობილი ირანელი მებაჟეების დაბალი გასამრჯელოს ამბავიც, რაც კონტრაბანდისტებს მათ მოქრთამვას უიოლებს.
ზემოხსენებულ ინტერვიუში დონალდ რამსფელდმა შეშფოთება გამოთქვა იმ ცნობების გამოც, რომ ირანი იარაღით ამარაგებს ავღანეთში მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებას. მითქმა-მოთქმას იწვევს თეირანის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰერათის პროვინციის გუბერნატორთან, ისმაილ ხანთან. ზოგიერთი ცნობის თანახმად, თეირანი არა მარტო ისმაილ ხანის სამხედრო რაზმების იარაღითა თუ ტანსაცმლით აღჭურვაზე ზრუნავს, არამედ გუბერნატორის შეიარაღებულ მომხრეებს ხელფასსაც კი უხდის.
ისმაილ ხანისადმი ირანის დახმარების საკითხზე რადიო “თავისუფლების” თურქმენულ რედაქციას ესაუბრა ყანდაარის პროვინციის გუბერნატორი გულ აღა შირზაი. [გულ აღა შირზაის ხმა] “ამ რამდენიმე კვირის წინათ ირანმა იარაღის 2000-მდე ერთეული და 130 მანქანა სურსათი გამოგვიგზავნა. ხაკრეზის პროვინციაში ამოვიღეთ კალაშნიკოვის ტიპის 250 ავტომატი, რომელიც ასევე ირანიდან შემოვიდა. უცხოელებმაც და გაერომაც დაინახეს, რა ვითარებაა აქ იარაღის საკითხში. მერე, ერთ-ერთ ინტერვიუში, მე თვითონ ვუთხარი ირანს, ავღანეთის საქმეებში ნუ ჩაერევით-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ახლა იარაღი კი არა, სხვა რამეები გვჭირდება. თუ დახმარება გსურთ, ცენტრალურ მთავრობას დაუკავშირდით და მისი მეშვეობით დაგვეხმარეთ; ფულსა და იარაღს ყოველ ცალკეულ მეთაურს ნუ მისცემთ-მეთქი. ეს კანონსაც ეწინააღმდეგება და ისლამსაც.”
მაგრამ ირანი, როგორც ჩანს, პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. მისი ლიდერები ხოტბას ასხამენ ისმაილ ხანს, როგორც ადამიანს, რომელმაც წესრიგის დამყარება შეძლო როგორც მთელს ჰერათში, ისე ირანთან ამ პროვინციის საზღვარზე. მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, ირანის ქმედება აშკარად სცილდება სწრაფვას, ჰყავდეს მეზობელი, რომელთანაც კეთილი და საქმიანი ურთიერთობა ექნება; მისი სურვილია, დასავლეთი ავღანეთი თავისი გავლენის სფეროდ ეგულებოდეს.
საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა მშვენივრად იციან, რა ხიფათს მოასწავებს ეს სურვილი. მაგალითად, ყანდაარში გულზე არ ეხატებათ ჰერათის პროვინციაში ირანელთა ასეთი აქტიურობა. ამ ერთი კვირის წინათ გავრცელდა ხმები, თითქოს – ჰერათიდან ირანელთა გაძევების მიზნით – ყანდაარელები ხელში იარაღის აღებას აპირებენ.
არადა, იარაღის აღების საკითხში, როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ავღანელებს ბევრი ფიქრი არ სჩვევიათ.