ქვეყნის პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ორივე სახეობის დიდოსტატია. მაგრამ რატომ ხდებიან იძულებული მისივე თანამოაზრეები, დროდადრო ედუარდ შევარდნაძეს ღია წერილით მიმართონ? საფიქრებელია, რომ ამ გზით ისინი ჩრდილოვან პოლიტიკას ებრძვიან.
ორიოდე დღის წინ, "რადიო თავისუფლების" მსმენელს შევახსენეთ მივიწყებული ფაქტი: 1994 წლის 29 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, გია ჭანტურიამ ღია წერილით მიმართა ედუარდ შევარდნაძეს. ოთხი დღის შემდეგ გია ჭანტურია დაქირავებულმა მკვლელებმა დაუნდობლად ჩაცხრილეს.
2001 წლის 28 აგვისტოს, პირველი ღია წერილიდან შვიდი წლის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძეს ღია წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ - ზურაბ ჟვანიამ. ორ თვეში ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.
ჩვენს ხელთაა ორივე ღია წერილის ტექსტი. რა არის მათში საერთო და რა - განსხვავებული? რა წინააღმდეგობები დაიძლია სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და რა სახის პრობლემები დარჩა გადაუჭრელი?
პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ გია ჭანტურიაც და ზურაბ ჟვანიაც შევარდნაძესთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდნენ იმ პერიოდისათვის, როდესაც მას ღია წერილით მიმართავდნენ. შესაბამისად, ორივე წერილი დაიწერა უფრო მეტად დანარჩენი საზოგადოებისთვის, ვიდრე უშუალოდ ადრესატისთვის.
ორივე წერილის სულისკვეთება აბსოლუტურად თანხვედრია. თუ სასწრაფოდ არ გადაიდგა რადიკალური ნაბიჯები, თუ ხელისუფლება არ გაიწმინდა ჩრდილოვანი სეგმენტისგან, ქვეყანა დაიღუპება, - ასე ფიქრობდა გია ჭანტურია 1994 წელს, ასევე ფიქრობდა ზურაბ ჟვანია 2001 წელს. შემოგთავაზებთ ციტატებს ორივე წერილიდან.
ჭანტურია: "უპირველეს ყოვლისა, შესაცვლელია მთავრობის სტრუქტურა და მთავრობის დაკომპლექტების წესი". ჟვანია: "დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს რადიკალური საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები. ხელისუფლება უნდა დატოვონ იმ ხელმძღვანელებმა, რომლებსაც საზოგადოება კორუფციასთან აიგივებს; ამას უნდა მოჰყვეს რეფორმები სახელმწიფოს მართვაში".
ჭანტურია: "თუ მინისტრთა კაბინეტი არ შეიცვალა და ყველა მექრთამე არ დაისაჯა; თუ რეფორმები არ გატარდა და ქართველ კაცს არ დაუბრუნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის იმედი, ქვეყანას დავკარგავთ." ჟვანია: "ქართული საზოგადოება საბედისწერო კრიზისის ზღვართან არის მისული. მოსახლეობა აღარ ენდობა ხელისუფლებას. საუბარი რაიმე სამომავლო გეგმებზე უაზრობად იქცა".
ჭანტურია: "დადგა დრო გადამწყვეტი და გაბედული მოქმედებებისა, თორემ მალე ქვეყანა საბოლოოდ დაიღუპება". ჟვანია: "ნათლად ვხედავ, რომ დროის ლიმიტი ამოწურულია. დაყოვნება კატასტროფის ტოლფასია".
ჭანტურია: "თქვენ შეგიძლიათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ვერც ვაჟკაცობის დეფიციტს დაგწამებთ ვინმე. სწორედ თქვენ, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა, დღესვე უნდა გადადგათ ის ნაბიჯები, რასაც თქვენგან ელის ქართველი ხალხი." ჟვანია: "გადარჩენა შეიძლება მხოლოდ რადიკალური მოქმედებებით. ამ გადაწყვეტილებათა მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ, ადამიანს, რომელიც საამისოდ ყველა ლეგიტიმური და მორალური უფლებით ხართ აღჭურვილი, ვისაც არანაკლებ კრიზისულ მდგომარეობაში გაბედული გადაწყვეტილებები მიგიღიათ."
ჭანტურია: "გქონდეთ იმის იმედი, რომ ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი თქვენთან დადგება და ძველებურად აზრი მიეცემა ჩვენს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც." ჟვანია: "საზოგადოება მზად არის, მხარში დაუდგეს ხელისუფლებას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მე და ჩემი მეგობრები, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, თქვენს გვერდით ვიქნებით."
აშკარაა, რომ ორივე ახალგაზრდა ლიდერი დროის მწვავე დეფიციტს განიცდის და გამოცდილ, ასაკოვან ედუარდ შევარდნაძეს ხელისუფლების სწრაფი განახლებისკენ მოუწოდებს. ღია წერილების ავტორები იღებენ ჩრდილოვანი პოლიტიკის გამოწვევას და საკუთარ თავს ბრძოლის ველზე მთავარ სამიზნედ აქცევენ. გია ჭანტურია უკიდურეს საფრთხედ მიიჩნევს რუსეთის აგენტურას უმაღლეს ხელისუფლებაში და, პირველ რიგში, გიორგაძისა და ნადიბაიძის გადაყენებას ითხოვს. ჟვანია საუბრობს სახელისუფლო კორუფციის დამღუპველ როლზე, მაგრამ ფრთხილობს და გვარებს არ ასახელებს. გამოდის, გზადაგზა, კლასიკური აგენტების ადგილს იკავებენ ანგარებიანი მინისტრები, რომელთა საქმიანობა არანაკლებ მავნეა ქვეყნისთვის, მაგრამ რომლებთან ბრძოლაც სასიცოცხლო რისკს აღარ შეიცავს. აგენტებით დაკომპლექტებული კაბინეტი ნელ-ნელა, მაგრამ მთლიანად იცვლება კორუმპირებული მთავრობით. პოლიტიკური ტერაქტების საფრთხე იკლებს, მაგრამ რამდენი დრო დასჭირდება კორუფციის განდევნას ხელისუფლებიდან? ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას მინიმალური რისკით მართავს და, ახალგაზრდებისგან განსხვავებით, არ ჩქარობს. მაგრამ მისი ტემპი იმგვარადვე დამქანცველია ქვეყნისთვის, როგორც კუს ნაბიჯით სიარული - ადამიანისთვის.