რას ეფუძნება პრეზიდენტის ძალაუფლება? ამის შესახებ ფრაგმენტულად თუ საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ უხდებათ ურთიერთობა პრეზიდენტთან.
ედუარდ შევარდნაძის გავლენის თვალსაზრისით, საქართველო მკვეთრად არის გაყოფილი ორ ნაწილად. წესით, გამყოფი ხაზი უნდა გადიოდეს იმ გეოგრაფიულ სივრცეზე, რომელზეც ვრცელდება ან არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.
მაგრამ გამყოფი ხაზი არა გეოგრაფიული, არამედ - სოციალური ბუნებისაა. კერძოდ, ედუარდ შევარდნაძის გავლენა სრულად ვრცელდება ხელისუფლებაზე და სრულებით არ ვრცელდება დანარჩენ საზოგადოებაზე.
ორიოდე წლის წინ უბრალო ადამიანები ერიდებოდნენ საჯაროდ აუგის თქმას პრეზიდენტზე. ახლა კი ბევრ გაზეთში ამოიკითხავთ რიგითი მოქალაქეების აგრესიულ ან, უკეთეს შემთხვევაში, ცინიკურ გამონათქვამებს შევარდნაძის მიმართ. სხვაც რომ არაფერი ვთქვათ, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერ იარსებებდა მულტსერიალი "დარდუბალა".
სულ სხვა რეალობაა სახელისუფლო სივრცეში. აქ ედუარდ შევარდნაძის გავლენა უპრეცედენტოა. თუმცა, გასულ წელს ამ სივრცეშიც ბევრი რამ მოხდა პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ, თუნდაც, მაჭავარიანის და სააკაშვილის გადადგომა.
იმის მიუხედავად, რომ სახელისუფლო სივრცეში ამინდს ჯერ კიდევ პრეზიდენტი ქმნის, მისი გავლენა ძველებურად უსაზღვრო აღარ არის. რამდენიმე წლის წინ შევარდნაძეს შეეძლო, წნეხის ქვეშ მოექცია პარლამენტი ან მთავრობა და თავისი გადაწყვეტილება გაეტანა. დღეს მას უფრო მოქნილი ტექნოლოგიის გამოყენება უხდება. დღეს მისი გავლენა უფრო მეტად ილუზორულია, ვიდრე რეალური და ეფუძნება არა ძალას, არამედ გამოცდილებას. კერძოდ, შევარდნაძე გულისყურით უხამებს თავის გადაწყვეტილებებს თავისსავე შესაძლებლობებს და ამით ინარჩუნებს სხვებზე აღმატებულობის ილუზიას. მაგალითად, საპარლამენტო ოპოზიცია, თითქოს, მთავრობის შეცვლას ითხოვდა, პრეზიდენტმა კი დასამტკიცებლად ძველი მინისტრების კანდიდატურები წარადგინა. ერთი შეხედვით, ეს შევარდნაძის ახირება იყო. სინამდვილეში კი ახალი მინისტრების დამტკიცება პარლამენტში გაცილებით მეტ დაპირისპირებას გამოიწვევდა, ვიდრე ძველების შენარჩუნება. რადგან ახალი მთავრობა ნიშნავდა ახალ ბალანსს, ახალი ბალანსისთვის კი პარლამენტი ჯერ მზად არ იყო. პრეზიდენტმა ეს რეალობა გაითვალისწინა და მის შესაბამისად იმოქმედა, არადა, გამოვიდა, რომ შევარდნაძემ პარლამენტს თავისი მინისტრები დაამტკიცებინა. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლაც ხელისუფლების სისუსტის გამოძახილი იყო, თუმცა, პრეზიდენტმა პირიქით წარმოაჩინა. მოკლედ, შევარდნაძეს უხდება, კარგად მიაყურადოს რეალობას იმისათვის, რომ სახელისუფლო ტალღამ ქვეშ არ მოიყოლოს. ამისთვის კი პრეზიდენტს საკმარისი გამოცდილებაც აქვს, ლავირების უნარიც და სახელისუფლო ტექნოლოგიების მარაგიც.