მაგრამ რაკი ახალი წლის ღამე და მისი მომდევნო უქმე დღე, მიმოქცევაში ევროს შემოსვლის თვალსაზრისით, რაიმე დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლეოდა, ექსპერტები და საფინანსო დაწესებულებები განსაკუთრებული მღელვარებით ელოდნენ 2 იანვარს – ახალი ვალუტის პირველ “სამუშაო” დღეს. როგორ მოსწონთ ევროპელებს თავიანთი ახალი ფული?
მეორე დღეა, რაც ევრო ნამდვილ, ფიზიკურად ხელშესახებ ფულად იქცა: თავისი ხურდით, რომლის ჯიბეში ჩაჩხრიალება შეიძლება და თავისი ბანკნოტებით, რომელსაც გინდ გადაკეცავ და გინდ არა, მერე კი საფულეში ჩაიდებ.
ახალი წლის ღამეს, ახალი ვალუტის შემოღებას საზეიმო განწყობილება ახლდა. აი, რა ყიჟინით შეხვდნენ ელისეს მინდვრებზე მოსეირნე პარიზელები იტალიელი ტურისტის მიერ, ფულის ავტომატიდან, პირველი ევროების აღებას: [ბრბოს ხმა]
მიმოქცევაში ევროს შემოსვლა არაერთი პათეტიკური განცხადებისთვის გამოიყენეს ევროპის კავშირის ლიდერებმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომანო პროდიმ, ჟურნალისტებს უთხრა, ეს ჩვენი ფულია, ეს ჩვენი მომავალია, ხელში ევროპის ნაწილი გვიჭირავსო. [რომანო პროდის ხმა]
მაგრამ საახალწლო ზეიმი დამთავრდა და სადღესასწაულო განწყობილება სამუშაო ატმოსფერომ შეცვალა. ახალმა ვალუტამ ახლა საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ მასზე დამყარებული იმედები ფუჭი არ ყოფილა, რომ ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის 300 მილიონი ადამიანისთვის იგი მართლაც იქცევა საიმედო საგადამხდელო საშუალებად და კეთილდღეობის ამაღლების საწინდრად.
მაგრამ დღეს ევროპელები ევროსთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების მოგვარებით უფრო არიან დაკავებული, ვიდრე მომავალ კეთილდღეობაზე ფიქრით; ანუ მათ ამჟამად პრაქტიკული მხარე უფრო აინტერესებთ, ვიდრე თეორიული.
ჩვენი კორესპონდენტი, ბრეფნი ო’რურკი, ტელეფონით დაუკავშირდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ერთ-ერთ სუპერმარკეტს, რომლის მენეჯერისგან შეიტყო, რომ ახალი ფულით ანგარიშსწორებისას მყიდველებს სალაროებთან არავითარი პრობლემები არ შექმნიათ.
[სუპერმარკეტის მენეჯერის ხმა] “ანგარიშსწორება ევროებში წარმოებს, მაგრამ მუშტარს საშუალება ეძლევა, ჯამური თანხა ორივე ვალუტაში ნახოს: ბელგიურ ფრანკებშიც და ევროებშიც. ასე რომ, ხალხმა იცის, რა ღირს ესა თუ ის პროდუქტი ბელგიურ ფრანკებში და ამიტომ პრობლემები არ იქმნება.”
ირლანდიაში, ქალაქ კილკენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლუდხანაში, სტუმრებს ასეთი სერვისი შესთავაზეს: დროებით გახსნეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. ჩვენი კორესპონდენტი იქაურ ოფიციანტს ესაუბრა:
[ლუდხანის ოფიციანტის ხმა] “ხალხი მოდის და ირლანდიურ ფულს ევროებზე ცვლის, რადგან ჩვენთან გადახდა მხოლოდ ევროებით წარმოებს. ამ ცვლილებით სტუმრები აშკარად კმაყოფილი ჩანან, ზოგმა ფოტოებიც კი გადაიღო. მოკლედ, ყველაფერი რიგზეა.”
თუმცა, საქმე ყველგან შეუფერხებლად როდი მიდის. მაგალითად, საბერძნეთში პრობლემები შეექმნათ პატარა მაღაზიების მფლობელებს. მათ ევროები საკმარისი რაოდენობით არ მოიმარაგეს და, მარაგი რომ ამოეწურათ, მხოლოდ დრაჰმებზე დაიწყეს საქონლის გაყიდვა. არადა, პირველი ორი თვის მანძილზე ძველი და ახალი ვალუტები, წესით, პარალელურად უნდა იყოს ხმარებაში.
საბერძნეთიდანვე მოვიდა ცნობა ევროსთან დაკავშირებული პირველი ძარცვის შესახებაც. დღეს ათენის შემოგარენის ერთ-ერთ ბანკს თავს დაესხა პისტოლეტით შეიარაღებული ბოროტმოქმედი და ნადავლად ასი ათასი ევრო წაიღო.
ამ ძარცვას კაცმა ალბათ “ისტორიული” უნდა უწოდოს. და თუ მძარცველს დაიჭერენ, მისი სახელი კრიმინალისტიკის ისტორიაშიც აუცილებლად ჩაიწერება.