საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სექსუალური შევიწროვება დასჯადი ქმედებაა
22 ნოემბერს „დილის საუბრების“ სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე. მან ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებათა იმ პაკეტზე, რომელიც „სექსუალური შევიწროვების“ რეგულირების მიზნით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად შეიმუშავეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. პროცესში ჩართული იყო სახალხო დამცველიც. როგორც ეკა სხილაძემ განმარტა, კანონში გაჩნდება ტერმინი „სექსუალური შევიწროვება“ და შესაბამისი კანონდარღვევა სათანადო რეაგირებას დაექვემდებარება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში. ეკა სხილაძე ფიქრობს,რომ კანონში ჩანაწერი „სექსუალური შევიწროვების“ შესახებ გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობას, როგორც პრევენციის, ისე სანქცირების მიმართულებით. ეკა სხილაძის აზრით, ცოდნა იმისა, რომ სექსუალური შევიწროვება კანონით დასჯადი ქმედებაა მნიშვნელოვანია პრობლემისადმი საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლადაც.
ეპიზოდები
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50