აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს.
„ეს დე-ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია“, - წერია განცხადებაში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.
განცხადება კომისიის ხელმძღვანელების, კონგრესმენების, სტივ კოენისა და ჯო უილსონის სახელით გამოქვეყნდა.
კომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა „ქართველი ხალხის მშვიდობიან პროტესტს დემოკრატიისა და ევროპის მომავლის გადასარჩენად, ხელისუფლების ძალადობრივი რეპრესიების პირისპირ“.
„არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მანიპულირება მოახდინა, რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება და კვლავ უარყო ქართველი ხალხის ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ კვირის დასაწყისში, ქართულმა დემოკრატიულმა გუნდმა ახალი მთავრობა დანიშნა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის სანქციების გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით“.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა - წარმომადგენელთა პალატის, სამი - აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.
ფორუმი