11 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული რვავე პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა - მათ შორის იყო 24 წლის თორნიკე გოშაძეც. მარიზი კობახიძე დღეს ყველა აქციაზე დგას, თავისი შვილის და სხვა დემონსტრანტების პატიმრობას აპროტესტებს და ამბობს, რომ სულ იამაყებს.თავისი შვილით, რომელიც, მისი სიტყვებით, ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის ზის. რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში ის გვიყვება თორნიკეზე, მის დაკავებასა და პროტესტზე, სასამართლო სხდომებზე და ბრძოლაზე, რომელიც წინაა. თორნიკე გოშაძეს პროკურატურა ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება 28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 50-მდე დემონსტრანტი დააკავეს.
„შვილი არასოდეს შემიქია, ახლა შევაქებ და ყველამ იცოდეს: მისი ადგილი არ არის ციხეში“, - ინტერვიუ თორნიკე გოშაძის დედასთან
ეპიზოდები
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა
-
მარტი 10, 2025
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან
ფორუმი