Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციანიდის კვალი ეკლესიაში


„საუბარი თავისუფლებაზე“ უბრუნდება ე.წ. „ციანიდის საქმეს“, რომლის გამოც, გადაცემის სტუმრის, ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას თქმით, დისკრედიტირებულები არიან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საქართველოს ეკლესია. რომ არაფერი ვთქვათ თავად ბრალდებულზე, დეკანოზ მამალაძეზე, რომლის ჯანმრთელობა, როგორც გოჩა მირცხულავა ამტკიცებს, სერიოზულადაა შერყეული. გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარი გვახსენებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ აღიარებს დანაშაულს, როსთვისაც ის გაასამართლეს, ამიტომ შესაბამისად, მას არ ექნება სასულიერო სინანული, ის, რასაც მისგან მოითხოვს საპატრიარქო.​

ამავე დროს, გოჩა მირცხულავა გვიამბობს ბოლო დროს, საპატრიარქოში მოწყობილ შეხვედრებზე მოსკოველ სტუმრებთან, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს „ვლადიმირ პუტინის ემისრებთან“. რატომ ჩამოვიდა ეს ხალხი საქართველოში? ვინ მოიწვია? და რატომ დაემთხვა მათი ვიზიტი საქართველოში ეკლესიაში მიმდინარე „დესტრუქციულ პროცესებს“? როგორია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია? როდის და როგორ გახდება შესაძლებელი „ციანიდის საქმის“ განეიტრალება და რამდენად რეალურია დეკანოზ მამალაძის შეწყალება ამ ეტაპზე?

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG