50 საუკუნის ისტორია - რაბათის ნამოსახლარი
ასპინძის რაიონში, სოფელ ზველში, რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგებმა 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი და არტეფაქტი აღმოაჩინეს. აღმოჩენილია 50 საუკუნის წინანდელი (ადრებრინჯაოს ხანის) მძლავრი ნაგებობები, რომლის ანალოგიც არ მოიძებნება კავკასიის რეგიონში. აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო, სარიტუალო ნივთები და ასევე, შუაბრინჯაოს ხანის სამარხები. „ეს ყველაფერი რაბათის ნამოსახლარზე ადამიანების ცხოვრების უწყვეტი კვალის არსებობას ადასტურებს და სავარაუდოა, რომ ამ ადგილას ადამიანები გასული საუკუნის დასაწყისშიც ცხოვრობდნენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბედიანაშვილი.
ეპიზოდები
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
-
მარტი 16, 2025
არც ისე ტურისტული სეზონი - ფენოვანი 2.50
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული