Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე აქციები დროებით შეწყვეტილია


„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა აქცია შეაჩერეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბოდიშის და დაპირების შემდეგ, რომ დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას შესაძლო გადაცდომების და ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხებს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება და თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შაბათიდან საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. აქციის განახლებას დღეს საღამოდან გეგმავს „ქართული მარში,“ რომლის წარმომადგენლები გასულ ღამით რამდენჯერმე შეეცადნენ რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონების გარღვევას და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებთან მიახლოებას.

XS
SM
MD
LG